მოზაიკა
10 არარომანტიული ქცევა, რომელიც სიყვარულს გამოხატავს
რუტინა მას კონფორტს უქმნის
მთის მწვერვალზე ვერტმფრენით დაფრენა და რომანტიული ვახშამი ძალიან კარგია, თუმცა ნამდვილი სიყვარული შესაძლოა, გამოხატული იყოს, მაღაზიაში ერთად სიარულით და ვახშმის ერთად მომზადებითაც.
თქვენ არ გახასიათებთ უხერხული დუმილი
ნამდვილი სიამოვნებაა, ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელთანაც სასაუბრო არ გამოგელევათ. როდესაც სიყვარულია, მომენტებში რა თქმა უნდა, არის დუმილიც, თუმცა ის არასდროს იქნება უხერხული.
ის ამჩნევს თქვენს სისუსტეებს
ნამდვილია სიყვარული, როდესაც ის ხედავს თქვენს ნაკლოვანებებს და გიღებთ ისეთს, როგორიც ხართ.
მას უყვარხართ ნებისმიერ ფორმაში
როდესაც გამოხატავთ თქვენს ემოციას მის წინაშე, იქნება ეს სიბრაზე თუ სიხარული, ეს მას სიყვარულის გამოხატვის კიდევ ერთ საშუალებას აძლევს. მნიშვნელოვანია, როგორ გამოხატავს ის თავის გრძნობას თქვენ მიმართ, როცა გჭირდებათ მისი გვერდში დგომა.
მას უნახავს, როგორ წესრიგდებით
თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, როდესაც ის გხედავთ, როგორ იკეთებთ წარბებს, იშორებთ არასასურველ თმას და იკეთებთ მაკიაჟს.
ის გიხსნით, რატომაა გაბრაზებული
სიყვარულის დროს ნეგატიური ემოცია არ უნდა დაიმალოს. საყვარელი ადამიანი ყველაზე სანდო ადამიანია, რომელსაც თავისუფლად გაუზიარებთ თქვენს წუხილს.
ის ,,შავ სამუშაოს“ ასრულებს
სიყვარულის გამოხატვისთვის არაა აუცილებელი ყოველ დილით ლოგინთან ყვავილების ან შოკოლადის დატოვება. გრძნობების დამადასტურებელია ისიც, თუ ის თქვენთვის ყველაზე არასასიამოვნო საქმეებითაც კი დაკავდება, მაგალითად როგორიცაა, სახლში დენის როზეტის გამოცვლა, გაჭედილი წყლის მილის ამოტუმბვა თუ სხვა.
ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს
არ არის აუცილებელი, მუდამ კომპლიმენტი გაგიკეთოთ. თუ რაღაც არ მოსწონს, მისგან კრიტიკასაც მოისმენთ და ეს სულაც არ უნდა მიიღოთ საწყენად.
ის გაძლევთ იმის კეთებას საშუალებას, რაც გსურთ
მცდარია მოსაზრება, რომ შეყვარებულ ადამიანებს გამუდმებით ერთად ყოფნა სჭირდებათ. რეალურად, ისინი ერთმანეთს თავისუფლებას უნდა აძლევდნენ. ერთმანეთს მეგობრებთან ურთიერთობისა და პირადი განვითარებისთვის დრო უნდა დაუტოვოთ.
ის აფასებს თქვენს მოსაზრებას
შესაძლოა, განსხვავებული გემოვნება და შეხედულებები გქონდეთ, თუმცა შეყვარებული ადამიანები ყოველთვის ითვალისწინებენ ერთმანეთის მოსაზრებებს და პატივს სცემენ მათ.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


