უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
არქივი
მოზაიკა
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “World Boxing Promotion-ის” ორგანიზებით 23 მაისს, საღამოს გაიმართება. როი ჯონსი საღამოს თავისი ცნობილი სიმღერით -- “Can’t be Touched” -- გახსნის. ასპარეზობის დაწყებამდე ასევე იმღერებს ჯგუფი “New One” თიკა ბალანჩინის ხელმძღვანელობით.
როგორც სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლეგენდარულმა მოკრივემ აღნიშნა, საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს, რაც მისთვის დიდი პატივია. მან ღონისძიების ორგანიზატორებს ჩვენს ქვეყანაში მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.
“საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა და მიხარია, რომ აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მომეცა”, -- განაცხადა “მედიანიუსს” როი ჯონსმა.
მან პრესკონფერენციაზე მყოფ დამწყებ მოკრივეებს პროფესიული რჩევები მისცა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი იმ საქმის სიყვარულია, რასაც აკეთებთ. ტკივილს არ უნდა შეუშინდეთ. მთავარია, თქვენს საქმეს ინტელექტით, ჭკუით მიუდგეთ”, -- დაარიგა ახალგაზრდები ლეგენდარულმა მოკრივემ.
დღევანდელ ასპარეზობაზე ქართველი მოკრივეები: ლაშა კერესელიძე, ჯონი ჭკადუა, გივი თოდუა, გიორგი გიგნიაშვილი და თეო ფიროსმანაშვილი უცხოელ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან.
ღონისძიების მთავარ ბრძოლას გამართავს ირაკლი მელიქიშვილი, რომელიც IBA-ის მსოფლიო ქამრის დაუფლებას შეეცდება. აღნიშნული ქამარი ქართული კრივის ისტორიაში ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩამოიტანეს.
ღონისძიებას 19:00 საათზე ბენდი “New One” გახსნის. მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში კი 21:00 საათიდან დაიწყება.
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30


