უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

30 მაისი, 2025 13:13
font-size

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მაისს ჩამოვა და 1 კვირით დარჩება. ამ ხნის განმავლობაში ყვარელსა და თელავსაც ეწვევა. თელავში ის ადგილობრივ მსახიობებს შეხვდება, ქართულ კულინარიულ ტრადიციებს გაეცნობა და ლავაშის გამოცხობასაც შეეცდება. იგი ასევე დაესწრება იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისში, იტალიურ საღამოს რესტორან „ძველ მეტეხში“ და სხვა ღონისძიებებს.

როგორც „მედიანიუსს“ „ცხოვრება მშვენიერიას“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა ესაკიამ განუცხადა, სიმონა კავალარი საქართველოს საქველმოქმედო მიზნით ესტუმრება. კერძოდ, იგი მარჯანიშვილის თეატრში 5 ივნისისთვის დაგეგმილი სპექტაკლის, „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის“, პრემიერას დაესწრება, რის შემდეგაც ქართული თეატრისა და კინოს მსახიობებს შეხვდება. სპექტაკლს ინკლუზიური დასი „ცხოვრება მშვენიერია“ წარმოადგენს. მისი რეჟისორია ნატალია გალოგრე. სპექტაკლი ასახავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების გამოწვევებს გამოჯანმრთელების გზაზე. ის ასევე ხაზს უსვამს იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ დღეს ასეთი ბავშვებისათვის.

ღონისძიების მთავარი მიზანი სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემისაკენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. ფონდი „ცხოვრება მშვენიერიაც“ დაარსების დღიდან აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაშია ჩართული და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქართველოში უკვე არაერთი იტალიელი ვარსკვლავი ჰყავს მოწვეული.

შესაბამისი პროექტების განხორციელებაში ფონდს მხარს საქართველოში იტალიის საელჩო უჭერს.

სიმონა კავალარი 60-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, თუმცა ქართველმა მაყურებელმა ის განსაკუთრებით სერიალ „რვაფეხადან“ შეიყვარა.

„იტალიელებისაგან გამიგია, კავალარი იმდენად ნიჭიერია, ნიჭისამებრ დაფასებული არ არისო. იგი ისეთ სახელოვან მსახიობებთან თანამშრომლობდა, როგორებიც ვიტორიო გასმანი, სტეფანია სანდრელი, მიკელე პლაჩიდო და სხვები არიან. გარდა იტალიელებისა, გერმანელ და ფრანგ ვარსკვლავებთან ერთადაც უთამაშია. ესენი არიან: მარიო ადორფი, ბრუნო კრემერი და კლოდ რიში. ეს უკანასკნელი „რვაფეხაში“ მისი პერსონაჟის მამის როლს ასრულებს. სიმონა კავალარი იმ დროისათვის 17-18 წლისა იქნებოდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. იგი ამჟამადაც აქტიური მსახიობია“, -- ამბობს ნიკა ესაკია და დასძენს, რომ კავალარიმ საქართველოში 7 დღით დარჩენის სურვილი თავად გამოთქვა.

ნიკა ესაკიას თქმითვე, სიმონა კავალარი ბავშვობაში მისთვის ქალის იდეალი იყო და საქართველოში მისი მოწვევა ამგვარ „პირად დამოკიდებულებასაც“ უკავშირდება.

თავად იტალიელი ვარსკვლავი საქართველოში დაგეგმილ პირველ მოგზაურობაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს:

„დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ ორი ძალიან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას. გვინდა გავაკეთოთ იმედის გზავნილი ყველასთვის, ვინც სიმსივნეს ებრძვის. განსაკუთრებული მხარდაჭერა დაავადებულ ბავშვებს!“

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2014 წელს დაფუძნდა და დღემდე არაერთ ადამიანს დაეხმარა.

საკვანძო სიტყვები:

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა

6 მაისი, 2025 , 12:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი”  4 მაისს ვირტუოზი კუბელი პიანისტის, რობერტო ფონსეკას კონცერტით გაიხსნა. მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი ალბომი “L

თბილისში მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა

28 აპრილი, 2025 , 16:34

თბილისში ვირტუოზი ხორვატი პიანისტის,  მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: “Sparks”  და  “Culture Forever”. სახელოვანი მუსიკოსი საქა