უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
არქივი
მოზაიკა
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით, წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბურია. მასში 120-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს, აქედან 110 საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვია.
„მომხსენებლები დღესდღობით საინტერესო, თითქმის ყველა თემას შეეხებიან - იქნება ეს ეკონომიკა, ფილოსოფია, ისტორია, კინო, ფოტოგრაფია თუ სხვა. გაიმართება პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ვორქშოფები, სადაც პროფსიონალების საინტერესო გამოსვლებს მოვისმენთ“, -- აღნიშნა ქეთევან ებანოიძემ.
მომხსენებლებს შორის არიან: ლეგენდარული ფოტოგრაფი პლატონი, ცნობილი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა, სატირიკოსი და არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის “The Death of Stalin”) არმანდო იანუჩი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი.
შეგახსენებთ, რომ ZEG ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა.
ღონისძიება წელსაც 3-დღიანია და 15 ივნისს დაიხურება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30


