უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

30 ოქტომბერი, 2017 14:00
font-size

2017 წლის სექტემბერში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა - საქსტატის წინასწარი მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა. სულ მიმდინარე წლის 9 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.7% შეადგინა.

2017 წელს სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის სექტემბერში მშპ-ის მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში.

2017 წლის სექტემბრის ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, გაიზარდა პროდუქციის ექსპორტი შემდეგ სექტორებში:
ფეროშენადნობის ექსპორტი 207%-ით,
ღვინის ექსპორტი 90%-ით,
სპირტიანი სასმელების ექსპორტი 41%-ით,
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 55%-ით,
აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 149%-ით.

2017 წლის 9 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მასზე გაზრდილი მოთხოვნა დაკავშირებულია ჩვენი სავაჭრო პარტნიორების საგარეო მოთხოვნების ზრდასთან და გაუმჯობესებუულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

გარდა ამისა, ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომლებიც 25.2%-ით გაიზარდა და 304.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურების ექსპორტში არსებული დადებითი ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა.

24.2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 124.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი