მოზაიკა
4 რჩევა საკვების საშუალებით ცელულუტის თავიდან ასაცილებლად
ცელულიტის განვითარების ძირითადი მიზეზი ნაკლები ფიზიკური აქტივობა და არასწორი კვებაა.
ფიზიკურ აქტივობასთან ერთად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული კვებასთან დაკავშირებული რჩევები და ცელულიტიც აღარ დაგემუქრებათ.
დალიეთ მეტი წყალი
დალიეთ დღეში დაახლოებით 2 ლიტრამდე წყალი. ის ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზებას, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას შიგნიდანვე.
ამასთან, შეგიძლიათ, წყლისთვის გემოს მისაცემად მას ლიმონი ან კეკრა დაუმატოთ.
მიირთვით ხილი და ბოსტნეული
დუნდულებსა და თეძოებზე ცელულიტის განვითარების მთავარი მიზეზი არასწორი კვება და არაბალანსირებული რაციონია. თუ თქვენ მიირთმევთ ძირითადად ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს და იშვიათად მავნე საკვებს, ცელულიტი ნაკლებად გემუქრებათ.
საქმე იმაშია, რომ ხილი და ბოსტნეული შეიცავს დიდი ოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. თუ ნივთიერებათა ცვლა სწრაფად მიმდინარეობს, ორგანიზმში ვეღარ ასწრებს დაგროვებას ის მავნე ნივთიერებები, რომლებიც ხდება ინტოქსიკაციას წყარო და დამღუპველად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე.
მიიღეთ სასარგებლო ცხიმები
შემწვარისგან, შემობილილისგან, ფასტფუდებისგან და ნახევარფაბრიკატების მიღებისგან თავი ნამდვილად უნდა შეიკავოთ, თუმცა ცხიმის სრულად გამორიცხვა რაციონიდან, დაუშვებელია. სასარგებლო ცხიმები მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ისინი პირიქით, ამცირებს ცელულიტის რისკს. სასარგებლო ცხიმები მდიდარია ომეგა 3-ით, რომელიც ამყარებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
ასეთ სასარგებლო ცხიმებს შეიცავს მაგალითად, ავოკადო, ზეითუნის ზეთი და წითელი თევზი.
შეამცირეთ შაქრის და მარილის მიღება
საქმე იმაშია, რომ შაქარი და მარილი იწვევს შინაგან ანთებებს. მათი დიდი ოდენობით მიღების შემთხვევაში ადამიანი მალე იგრძნობს, რაოდენ ნეგატიურად აისახება მის გარეგნობაზე ეს.
მარილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგჯერ ლიმნის წვენი, შაქარს კი, თაფლი, ფინიკი ან ბანანი შეგიცვლით.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


