უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 დეკემბერი, 2017 13:55
font-size

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენას სახელწოდებით მე-5 ოთახი გაიხსნება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიცია სპეციალურად მომზადდა აბერეშუმის მუზეუმის სივრცესთან კავშირში, სადაც წამოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ახალი ნამუშევრები. ექსპოზიციით ავტორი მოგვითხრობს გარდასახვისა და ტრანსფორმაციის პროცესს ყოფითიდან წარმოსახვით რეალობამდე. სწორედ ამ პროცესს აღწერს მხატვრის მიერ სკულპტურებით, ბგერით, ინტალაციითა და პროექციით წარმოდგენილი ექსპოზიცია. ეს არის მოგზაურეობა ცნოებიერების სხვადასხვა შრეებში.

ქართველი მხატვარი და დიზაინერის ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრები ქართული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ავტორის შემოქმედების სპეციფიკა და მისი ხელწერა დიდწილად განაპირობა მისმა ადრეულმა ნამუშევრებმა მოდისა და თეატრალური მხატვრობის სფეროში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო არაეთ საერთაშორისო და ადგლობრივ გამოფენაზე. დამატებითი ინფორმაცია ავტორისა და მისი ნამუშევრების შესახებ იხილეთ ნინო ჩუბინიშვილის პერსონალურ ვებგვერდს: www.chubika.com

პროექტი დაფინანსებულია საქართელოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ. პროექტის პარტნიორები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი. პროექტის კურატორია გიორგი სპანდერაშვილი

გამოფენა 15 დეკემბრიდან 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O