უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
არქივი
მოზაიკა
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports Orient”, გენერალური სპონსორი კი -- “Betsson”.
მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ანგარიში 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. 34-ე წუთზე ანგარიში ხავიერ სავიოლამ გაათანაბრა.
მეორე ტაიმში “ბარსელონა” ჯონათან სორიანომ დააწინაურა, რომელმაც გოლი 54-ე წუთზე გაიტანა. 72-ე წუთზე კი ხავიერ სავიოლამ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც 1:3 აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ მოედანი შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დატოვა. იგი მაყურებელმა მხურვალე ოვაციებით გააცილა.
რონალდინიოსთან ერთად, სტუმართა რიგებში ისეთმა სახელოვანმა ვეტერანებმა ითამაშეს, როგორებიც იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, ფილიპ კოკუ და სხვები არიან.
“ბარსელონას” ლეგენდებმა საქართველოს დედაქალაქში ჩემპიონთა ლიგის მთავარი სიმბოლო -- ჩემპიონთა ლიგის თასიც ჩამოიტანეს.
„დინამო არენაზე“ მისულ გულშემატკივრებს ფანზონაში თასის ხილვისა და მასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება მიეცათ.
აღნიშნული თამაში “ლეგენდების სერიის” მეორე მატჩი იყო, რომელიც 2024 წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 მარტს ზღვისპირა ქალაქში ერთმანეთს მილანის “ინტერისა” და საქართველოს ვეტერანების ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


