უკან
სამართალი
22 დეკემბერი, 2018 14:35
ადვოკატმა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
ადვოკატმა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ადვოკატ ალეკო მგელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოსამართლემ პატიმრობაში უკანონოდ დატოვა.
მისივე თქმით, მოსამართლემ 20 დეკემბერს ყველანაირი დასაბუთების გარეშე მიიღო გაადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოსგან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 დეკემბერს შეეფარდა.
დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.