უკან

სამართალი

21 აპრილი, 2017 13:40
font-size

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროვებს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე ასაჯაროვებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს.

„მედია საშუალებებით საზოგადოებისათვის ცნობილია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულების თაობაზე, რომელიც უკავშირდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას. ერთ–ერთ ასეთ ქეის წარმოადგენს შ.პ.ს. „იზას“ სასარგებლოდ ევროსასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს მიერ, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების წინასწარი ანალიზით იკვეთება საქართველოს მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასათანადო აღსრულება, რადგან ევროსასამართლოს 2005 წლის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ შ.პ.ს. „იზას“ მიმართ საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ 2007 წელს დარიცხული იქნა საბიუჯეტო დავალიანება იმ საფუძვლით, რომელზეც ნამსჯელი აქვს ევროსასამართლოს და გამოტანილი გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა დაეკისრა სახელმწიფოს.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა 2017 წლის თებერვლისა და მარტის თვეში რამდენიმე წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ევროსასამართლოში წარმოადგენს საქართველოს მხარეს, რათა გაგვერკვია შ.პ.ს. „იზას“ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა ეს წერილები, ისევე როგორც უპასუხოდ იქნა დატოვებული შ.პ.ს. „იზას“ დირექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს სახელზე უფრო ადრე გაგზავნილი წერილი რაც თავის მხრივ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს...

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება უფრო სარწმუნოს ქმნის იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს მხარე არასათანადოდ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამ ვითარების ფონზე, არსებობს სათანადო წინაპირობები იმისათვის რომ დავაყენოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებელი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრის წინაშე, რადგან აშკარაა, რომ ზემომითითებული და მსგავსი კაზუსები მთლიანობაში ქმნის საშიშ პრეცედენტს საზოგადოებისათვის და ხელს უწყობს ცალკეული სახელმწიფო უწყებების მხრიდან თვითნებობის წახალისებას. შეუძლებელია საქართველოში კანონის უზენაესობაზე მსჯელობა და ამ პროცესის ხელშეწყობა, თუ არ იქნება აღმოფხვრილი ზემომითითებული და მსგავსი პრეცედენტები. ჩვენ გავაგძელებთ ამ საქმის საზოგადოებრივ მონიტორინგს და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე“ – აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი