უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

21 თებერვალი, 2017 16:30
font-size

„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება

„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება. ბილეთების ყიდვა მსურველებს biletebi.ge-სა და tkt.ge-ს ონლაინ-სერვისების მეშვეობით შეეძლება.

„აეროსმიტის“ კონცერტი შეკვეთილში, „Black Sea Arena”-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტის ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება, რაც უპრეცედენტოდ დაბალი ფასია იმ ქვეყნებს შორის, სადაც „აეროსმიტს“ წელს 18 კონცერტის გამართვა აქვს დაგეგმილი.

ინფორმაციისთვის: ამ ტურნეს ფარგლებში ყველაზე დაბალი ფასი, საქართველოს შემდეგ ქალაქ ბარსელონაში 171 ლარის ექვივალენტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთების ღირებულება იქნება 40 ლარი, „Black Sea Arena”-ს მესამე სექცია ეღირება 50 ლარი, მეორე სექცია - 100 ლარი, ხოლო პირველი სექცია - 200 ლარი.

სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის (გოლდენ რინგის) შეძენა შესაძლებელი იქნება 70 ლარად, ხოლო „ვიპ ზონის“ ბილეთის ღირებულება 400 ლარი იქნება.

მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით biletebi.ge-ზე მხოლოდ გოლდენ რინგის (ფეხზე დასადგომი) ბილეთები გაიყიდება, ხოლო tkt.ge მხოლოდ დასაჯდომ ბილეთებს გამოიტანს გასაყიდად.

გასაყიდი და გაყიდული ბილეთების სტატისტიკის ნახვა მსურველს ორივე საიტზე შეეძლება, ასევე ლინკის მეშვეობით მარტივად იქნება შესაძლებელი ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა შესაბამისი ბილეთის შესაძენად.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O