უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
საზოგადოება


ანკი როგორ მიგვატოვებენ - ნოდარ მგალობლიშვილს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ნოდარ მგალობლიშვილს დღეს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ნოდარ მგალობლიშვილი 26 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გთავაზობთ მწერალ როსტომ ჩხეიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ნოდარ მგალობლიშვილის ხსოვნისადმია მიძღვნილი.
„უჯუშ ემხა უღვთოდ უნდა განწირულიყო თავისი პიროვნული ღირსების დაცვისათვის. დამუქრებოდა სოხუმს რუსული კრეისერი დაბომბვით, თუ უჯუშს არ გადასცემდნენ. და თანამოქალაქენი გადაწყვეტდნენ უჯუშის ჩაბარებას თავიანთი ტყავის გადასარჩენად.
ასე იქნებოდა ლეო ქიაჩელის ნოველაში "ჰაკი აძბა" .
ასეც გადავიდოდა სპექტაკლში და სცენაზე.
და შიშისა და ტერორის, განწირულებისა და ფარისევლობის, ზნედაცემულობისა და უიმედობის ამ ფონზე უეცრად უნდა ამომართულიყო ჰაკი აძბა:
- ნუ გეშინია, უჯუშ!
ეს იქნებოდა მშვიდი, მტკიცე ხმა, ფოლადჩაღვრილი, და უკვე გრძნობდი, ყველაფერი არ დაკარგულიყო, რადგანაც დარჩენილიყო კაცი, ვისი იმედიც უნდა ჰქონოდა ყველა დევნილსა და ყველა განწირულს.
- ნუ გეშინიათ, ხალხო!
ასე მოისმოდა ის ფრაზა, თავისთავად რომ განზოგადდებოდა, რადგანაც წარმოთქვამდა კაცი, ვისაც არ სჭირდებოდა ეთამაშა ჰაკი აძბას როლი, რაკიღა სავსებით კმაროდა, რომ განესახიერებინა თავისი თავი.
ვიცით დიდებული ხელოვანნი, რომელთა ცხოვრების წესიც ვერ ყოფილა მაინცდამაინც სანიმუშო.
ვიცით წესიერი, ნამუსიანი პიროვნებანიც, რომელთაც შესაფერისი კვალი ვერ დაუტოვებიათ ხელოვნების სარბიელზე.
მაგრამ ხომ არიან მცირედნი, მაგრამ მაინც არიან, რომელნიც ერთნაირი მონუმენტურობით წარმოგვიდგებიან პირადი ცხოვრებითაც და სახელოვნებო ღვაწლითაც, ჰარმონიულად რომ შეზავებია ერთიმეორეს.
ასეთ გამონაკლისთა შორის ყოველთვისაც გვიგულისხმია ნოდარ მგალობლიშვილიც.
ნუ გეშინია, უჯუშ!
იცოდა თავისი ხელობის ბევრი საიდუმლო და შეეძლო განესახიერებინა თუნდ თეიმურაზ ხევისთავი ისე, მიხეილ ჯავახიშვილს როგორც ჩაეფიქრებინა და რეჟისორს როგორც განესაზღვრა, ამჯერადაც ზუსტად მორგებოდა თემურ ჩხეიძისეულ გადაწყვეტას, ახალი დროის იესო ქრისტედ რომ წარმოგვიდგებოდა ეკრანზეც და სცენაზეც.
ნუ გეშინიათ, ხალხო!
და იაგოსთვისაც ისევე შეესხა ხორცი, უილიამ შექსპირს როგორც ჩაეთქვა და რეჟისორსაც როგორც განესაზღვრა. სათნო სახით გამოგვცხადებოდა ბოროტების ეს საწყისი და არამარტო ოტელო მოეტყუებინა თავისი მომხიბვლელობით, არამედ მაყურებელიც "გაეცურებინა", ტაშით რომ ეგებებოდა მის ყოველ გამოჩენას.
გვსმენოდა, როგორ ინგრეოდა დარბაზი იაგო-უშანგი ჩხეიძის ხილვისას.
და შევსწრებივართ, როგორ ინგრეოდა დარბაზი აწ უკვე იაგო-ნოდარ მგალობლიშვილის ხილვისას.
ამიტომაცაა, რომ ასეთი გაუბზარავი ტალანტები არსადაც არ მიდიან, ანკი როგორ მიგვატოვებენ. ისინი აგრძელებენ სიცოცხლესაც და ადამიანების, საზოგადოების სულიერ ამაღლებასაც და გაკეთილშობილებასაც.
ნუ გეშინია, უჯუშ!
ხალხო, ნუ გეშინიათ!“ - დაწერა როსტომ ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
30 სექტემბერი, 2025 , 13:01
ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
30 სექტემბერი, 2025 , 12:48

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29