უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 თებერვალი, 2017 14:20
font-size

არარსებულ ოპერაციებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებუილებამ 498 897 ლარი შეადგენა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის შედეგად, სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოავლინეს.

როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავცრეელბულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთი საწარმოს მიერ ტრანსპორტირებული საქონლის გადამოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი გამოვლინდა.

„შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რეგულარულად ხორციელდებოდა ერთგვაროვანი სახეობის გარკვეული რაოდენობის საქონელზე, სასაქონლო ზედნადებების გამოწერა.

შესაბამისად, გამოიკვეთა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, თუმცა, ფიზიკურმა პირმა უარყო სამეურნეო ოპერაციებში მხარედ მონაწილეობის ფაქტი.

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოს მიერ, მსგავსი სქემით, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, სხვა შემთხვევებშიც (514 ფიზიკურ პირზე), რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, სავარაუდოდ არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე. სულ გამოწერილია 1476 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 498 897 ლარი შეადგენა.

საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,-ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარლამენტთან, ჯგუფურად ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა

16 მაისი, 2024 , 11:31

სამართალდამცავებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, ჯგუფურად ნივთის დაზიანების ბრალდებით 19 და 23 წლის ახალგაზრდები დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით კომპანია `ლიმონის` დამფუძნებელი დაკავებულია

15 მაისი, 2024 , 18:21

კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი დაკავებულია, - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილი 13 მაისის აქციაზე "პოლიციელებზე თავდასხმის" ბრალდებით დააკავეს. უწყება წერს, რომ "

13 მაისს პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

13 მაისი, 2024 , 10:59

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 13 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირია დაკავებული, რომელთაგან ორი - აშშ-ის, ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა - შსს

13 მაისი, 2024 , 10:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირია დაკავებული, რომელთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის

უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ უკანონოდ მოიპოვეს და კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს - ამოღებულია დიდი რაოდენობით ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები - შსს

11 მაისი, 2024 , 15:53

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობი

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე - ომბუდსმენის აპარატი

10 მაისი, 2024 , 13:05

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. ინფორმაციას ომბუდსმენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი