უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
მოზაიკა


ავსტრიაში ``ვეფხისტყაოსანის`` ახალი გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართა 1954 წელს ავსტრიელი პოეტისა და ლიტერატორის ჰუგო ჰუპერტის მიერ გერმანულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანის“ საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია.
ახალი გამოცემა თანამედროვე დიზაინითა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხით არის შესრულებული.
პოემა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა მანანა თანდაშვილმა და საიუბილეო გამოცემის ავტორმა რუსუდან მოსიძემ.
ლიტერატურული საღამოს ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ნაწარმოების მნიშვნელობას და ს. ქობულაძის შესრულებით „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიულ ილუსტრაციებს, მათ შორის მე-17 საუკუნის მინიატურებს.
ღონისძიება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის EUTERPE-ს და ვენის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების (Österreichische Orient-Gesellschaft Hammer-Purgstall) ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.
ლიტერატურულ საღამოს ავსტრიის სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენელები დაესწრნენ.
ჰუგო ჰუპერტის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ პირველად 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით „რუსთაველი და მისი პოემა“ გამოიცა.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30