უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
მოზაიკა


ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლებმა საერთაშორისო ფესტივალზე 6 ნომინაციაში გაიმარჯვეს
უკრაინაში გამართულ XIX საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ტავრიის მელპომენა“ ფესტივალის საექსპერტო საბჭომ გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლებს 6 ნომინაციაში მიანიჭა პრიზი:
საუკეთესო რეჟისურა სპექტაკლისთვის „რევიზორი“ ( თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი)
დიდი სცენის საუკეთესო სპექტაკლი - „რიჩარდ მესამე“ (კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი)
მამაკაცის საუკეთესო როლი - ბოგდან ბენიუკს რიჩარდ მესამეს როლისთის („რიჩარდ მესამე“, კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი)
ქალის საუკეთესო როლი - ტატიანა შლიახოვას ლედი ანას როლისთვის ( „რიჩარდ მესამე“, კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი)
მამაკაცის მეორე პლანის საუკეთესო როლი - ოლეგ სტალჩუკს გლოსტერის როლისთის („რიჩარდ მესამე“, კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი)
ქალის მეორე პლანის საუკეთესო როლი - ნატალია კორპანს დედოფალი მარგარიტას როლისთვის („რიჩარდ მესამე“, კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი
თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის ინფორმაციით, 25 მაისს ნიკოლაევში და 26 მაისს ხერსონში გრიბოედოვის თეატრმა სპექტაკლი „რევიზორი“ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ხერსონის ნ.კულიშის სახელობის აკადემიურ თეატრში „რევიზორის“ ჩვენება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.
მანამდე, 19 მაისს „ტავრიის მელპომენა“ გაიხსნა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით „რიჩარდ მესამე“ შექსპირის მიხედვით, რომელიც რეჟისორმა უკრაინის ერთერთ ყველა განთქმულ - ივან ფრანკოს ეროვნულ აკადემიურ თეატრში - დადგა. სპექტაკლის პრემიერა 2016 წლის 12 აპრილს გაიმართა და მას დიდი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ტავრიის მელპომენა“ ყოველწლიურად ტარდება 1999 წლიდან უკრაინის ქ. ხერსონში მაისის ბოლო კვირას. 18 წლის განმავლობაში „ტავრიის მელპომენის“ მონაწილე გახდა ოცი ქვეყნის 130 თეატრი. ფესტივალის ჟიურის წევრები არიან მონაწილე ქვეყნების წამყვანი რეჟისორები, მსახიობები, თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები.

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა
6 მაისი, 2025 , 12:50