უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
საზოგადოება


ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს - ვარძიის ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობას! - ნინო მიქიაშვილი
ჟურნალისტი და "საყდრისის დაცვის კომიტეტის" წევრის, ნინო მიქიაშვილის თქმით, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ისეთი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს.
როგორც მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს.
„ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს - ვარძიის ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობას! "ქართუ ჯგუფის" დაფინანსებით მესხური ტერასების რეკონსტრუქცია მიმდინარეობსო, - ეს არის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ოფიციალური კომენტარი. რეალურად იქ მესხური ტერასები არასდროს ყოფილა. ეს ამბავი გუშინწინ გავიგე და სანამ ასე საჯაროდ მოგმართავდით, სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარე.
ამ ცემენტით დათხაპნილი ტერასებიდან რამდენიმე მეტრით ქვემოთ (იქ სადაც მუზეუმის ადმინისტრაციის მოქმედი შენობაა), ბლოკით უსახური შენობა აუგიათ. განმიმარტეს, რომ ეს იქნება მუზეუმის ადმინისტრაციის ახალი შენობა, ესეც ვარძიის ხედის დამახინჯების ხარჯზე.
შენობა გადახურულია, კარ-ფანჯარა ჩადგმული აქვს და ახლა ამ შენობის კორექტირება უნდა დაიწყონო, - ასე მითხრეს სააგენტოში.
ვარძიისთვის ძალიან სოლიდური თანხაა გამოყოფილი და ახლა ამ თანხის "ეფექტური ათვისება" მიმდინარეობსო, - კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს. არ ვიცი ეს "ქართუმ" გამოყო, სახელმწიფომ, თუ ორივემ ერთად, მაგრამ ის ვიცი, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს.“- წერს ნინო მიქიაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
30 სექტემბერი, 2025 , 13:01
ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
30 სექტემბერი, 2025 , 12:48

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29