უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
მოზაიკა


ბათუმში „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრებად 10 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
პროექტ „check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი „აეროსმიტის“ კონცერტის გამართვამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია „ბლექ სი არენა“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა ბათუმში პრესკონფერენცია გამართეს.
მათი განცხადებით, „აეროსმიტის“ გრანდიოზული კონცერტისთვის მზადება „ბლექ სი არენაზე“ დასრულებულია და ბენდის რაიდერით მოთხოვნილი ყველა ტექნიკული დეტალი მზად არის.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ბილეთები დაახლოებით სამ საათში გაიყიდა. გაყიდულია 10 000-ზე მეტი ბილეთი.
ანი კავლელიშვილის განცხადებით, მაყურებლებისა და ტურისტებისათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, „ფონდი ქართუს“ ხელშეწყობით დამთავრდა ბაქანის მშენებლობა „ბლექ სი არენას“ სიახლოვეს, რომელზეც გაჩერდება „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სპეციალურად check in Georgia”-ს ღონისძიებებისთვის დანიშნული მატარებელი და მგზავრებს საშუალება ექნებათ ბაქნიდან პირდაპირ გადავიდნენ „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზში.
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ აეროსმიტის კონცერტისთვის დანიშნული მატარებლებზე მგზავრობის ღირებულება ბიზნესკლასისთვის 10 ლარი, I კლასით მგზავრობისთვის 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა 6 ლარი იქნება. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე იმოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება ჩვენთვის. პროექტის მიზანია გაიზარდოს ტურისტული ნაკადები, საქართველო გაიცნოს კიდევ უფრო მეტმა საინტერესო ადამიანმა და დაჩექინდეს მეტი ვარსკვლავი საქართველოში. მგონი საუკეთესო სეზონის გახსნაა და მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო, ქართულ და უცხოურ ღონისძიებებს გპირდებით“ - განაცხადა ანი კავლელიშვილმა.
პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პროექტი Check in Georgia ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და დამატებითი პოზიტიური ფაქტორია ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ უკეთესი შთაბეჭდილებები მიიღონ.
„ყველა ღონისძიება თუ სპორტული ასპარეზობა, რაც Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს აქ მოგზაურობა კიდევ უფრო გავუხალისოთ და ისინი კარგი შთაბეჭდილებებით წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან. ეს ქმნის საფუძველს, რომ დამატებით ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. check in Georgia ძალიან საინტერესო პროგრამით წარსდგება როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ასევე უცხოელი ტურისტების თვალწინ და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი უცხოეთიდან ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროსმიტის“ მენეჯმენტის მოთხოვნით, კონცერტს ესწრება მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა. კონცერტს გადაიღებს მხოლოდ რამდენიმე კამერა და ფოტოგრაფი. „ ბლექ სი არენა “უზრუნველყოფს მასალის დაუყონებლივ მიწოდებას ყველა მედიასაშუალებისთვის.
არენის ტერიტორიაზე აიკრძალება ფოტოაპარატის შეტანა და ე.წ. „სელფის ჯოხის“ გამოყენება.
კონცერტის დღეს, „ბლექ სი არენას“ ტერიტორიაზე ხალხს შესვლის საშუალება 19:00 საათიდან ექნება; (Doors Open 19:00).
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30