პოლიტიკა
„ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია - ირაკლი კობახიძე
„ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და ხალხისა და არჩეული ხელისუფლების შანტაჟის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია.
„კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის, „ბიბისიმ“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება - კამიტი გამოიყენა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია.
„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. იმთავითვე ცხადია, რომ „ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, სადაც არაფორმალური მმართველები „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან, რისთვისაც კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს.
„ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან, იმისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს, უკვე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც „ბიბისის“ სიუჟეტი სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა,“- განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


