საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.
bm.ge -ის ინფორმაციით, პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. რამ გამოიწვია ბიზნესმენის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სიიდან გაქრობა, როცა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მისი ქონება 6.8 მლრდ აშშ დოლარი იყო და მსოფლიოს მილიარდერს შორის 418-ე ადგილს იკავებდა, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. მაშინ როდესაც 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.
შეგახსენებთ, 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს.
საკვანძო სიტყვები:
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


