უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 დეკემბერი, 2016 13:40
font-size

ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

15 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის მუზეუმის ახლად აშენებული შენობა დაათვალიერეს.

საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე მუზეუმის მშენებლობის და არქიტექტურული პროექტის მომზადების ხარჯები სრულად კომპანია RMG Gold-მა დაფარა.

მუზეუმში შეკრებილი სტუმრებს დავით ლორთქიფანიძემ მუზეუმის კონცეფცია გააცნო.

მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით, მოხდება შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და დაიწყება ექსპონატების მომზადდება შემდგომი ინსტალაციისთვის.

ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. მუზეუმი შეასრულებს რაიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.

ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია მუშავდება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო თემების კურატორები არიან როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები.

ბოლნისის ახალი მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს მუზეოგრაფიაზე ფრანგ დიზაინერთან ლინა ლოპესთან ერთად.

მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის მაისში, კომპანია RMG Gold-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. კომპანია აგრძელებს პროექტის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მხარდაჭერას.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O