უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 თებერვალი, 2017 12:25
font-size

ბრიტანელი პროფესიონალები ქართულ კომპანიებს ღვინის გაყიდვაში ეხმარებიან

ინგლისელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) და ღვინის მწერალმა რობერტ ჯოზეფმა (Robert Jozeph) ქართულ ღვინის კომპანიებთან ერთად, ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგიული გეგმა განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარებულ ორდღიან სემინარში, სადაც 35 ქართული ღვინის კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მხარეებმა ის ძირითადი ღონისძიებები და მიმართულებები განიხილეს, რომლებიც ქართულ ღვინოს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა აღნიშნა, რომ ბრიტანელი პროფესიონალების ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები ქართველ მეწარმეებს დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზრის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას წარმოადგენს ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ, რათა ეს მიღწეული იყოს სხვადასხვა ბაზარზე, განსაკუთრებით ისეთ ბაზრებზე, სადაც არის სტაბილურობა და სიმყარე. ამ მიმართულებით შერჩეულია ისეთი სტრატეგიული ბაზარი, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ღვინის მაგისტრ სარა ებოტთან და ღვინის მწერალ რობერტ ჯოზეფთან. მათ აქვთ დიდი ბრიტანეთის ბაზრის განსაკუთრებული ცოდნა და მათი პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, კომპანიების მხრიდან დაზოგავს ფინანსურ და დროის რესურსებს, რათა მიიღონ საუკეთესო რჩევები და რეკომენდაციები“- განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.

როგორც სარა ებოტმა აღნიშნა, სემინარის ფარგლებში ქართველი ღვინის მწარმოებლები საფუძვლიანად გაეცნენ დიდი ბრიტანეთის ბაზარს, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ამ ბაზარს მათთვის და რა უნდა გააკეთონ, რომ შევიდნენ ამ საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბურ ბაზარზე თავიანთი პროდუქციით.
„ჩვენი, როგორც ღვინის ექსპერტებისა და კონსულტანტების მიზანი იყო სიღრმისეულად გაგვეგო ქართული ღვინის წარმოების სპეციფიკა, სტილი და მრავალფეროვნება. ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის სპეციფიკური სეგმენტია, ბრიტანეთში არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარს ქართული ღვინო, მაგალითად, აქ მაცხოვრებელი რუსები და ქართველები და ამ კუთხით ქართულ ღვინოს კარგი პერსპექტივა აქვს. მეორეს მხრივ, ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები, რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალ და განსხვავებულ პროდუქტს, მოხიბლულნი არიან ქართული ღვინის ორგანული წარმოების ტექნოლოგიით - ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდით და ასევე უნიკალური ჯიშებით, განსაკუთრებით საფერავით“ - აღნიშნა მან.

რობერტ ჯოზეფი მიიჩნევს, რომ ქართული ღვინით განსაკუთრებით ბრიტანელი ახალგაზრდები დაინტერესდებიან.

„მე ვფიქრობ საქართველოსთვის ამაღელვებელი პროცესი დაიწყო, რადგან ბრიტანეთის ბაზრისთვის ეს პროდუქცია ახალია. ეს მარტივი არ იქნება, ნებისმიერი სიახლის ბაზარზე გამოტანა ყოველთვის გამოწვევაა, თუმცა ბრიტანეთში არიან ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები, რომლებიც ეძებენ სიახლეებს, რომლის შეთავაზებაც სწორედ ქართულ ღვინოს შეუძლია. ძალიან სასიამოვნო იყო ამდენი მაღალი დონის პროფესიონალი, მცირე და ახალი ღვინის მწარმოებლის ნახვა ერთ სივრცეში, თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა იმუშაონ ერთად და არა ერთმანეთის პირისპირ. როდესაც საუბარია ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის, ან აშშ-ს ბაზრები, მათ შორის კონკურენცია შეუძლებელია, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივად შექმნან ქართული ღვინის რეპუტაცია და იმიჯი. სწორედ ეს პოტენციალი დავინახეთ დღევანდელი სემინარის პროცესში, რომ ისინი ერთად მიაღწევენ მიზანს“ - განაცხადა რობერტ ჯოზეფმა.

სემინარის პროცესში, მუშაობა ღვინის კომპანიებთან წარიმართა როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებთან კონსულტაციები გაევლოთ იმ ინოვაციურ სტრატეგიებზე, რომლებიც უკავშირდება ქართული ღვინის, მათ შორის ცქრიალა და ვარდისფერი ღვინოების პოპულარიზაციას, გაცნობოდნენ დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზრის სპეციფიკას, სავაჭრო ქსელებისა და საფასო პოლიტიკას.

სემინარის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ინდუსტრიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის თანახმად, ქართული კომპანიები დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ, ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში ინგლისელი ღვინის პროფესიონალებისთვის. აღნიშნული აქტივობების მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ლონდონში - ქალაქში, რომელიც ითვლება ტრენდისა და გემოვნების დამფუძნებლად ღვინის ინდუსტრიაში. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 98 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 2015 წლის მონაცემებს 28%-ით აღემატებოდა. აქტიურად დაიწყო ექსპორტი მიმდინარე წელსაც - იანვრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 14 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 113%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი