მსოფლიო
ჩვენ ვაცხადებთ `ჰეზბოლას` სამხედრო საქმიანობის აკრძალვას და მისი როლის მხოლოდ პოლიტიკურ სფეროთი შემოფარგვლას - ლიბანის პრემიერ-მინისტრი
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის დაბომბვას "უკანონო" უწოდა.
"ჩვენ ვაცხადებთ 'ჰეზბოლას' სამხედრო საქმიანობის აკრძალვას და მისი როლის მხოლოდ პოლიტიკურ სფეროთი შემოფარგვლას," - ნათქვამია სალამის განცხადებაში.
მან მოითხოვა, რომ ლიბანის არმიამ აღკვეთოს ნებისმიერი მსგავსი თავდასხმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბეირუთი "გამორიცხავს ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან ლეგიტიმური ორგანოების ჩარჩოებს გარეთ განხორციელდება."
სალამმა დაადასტურა მისი მთავრობის ერთგულება ისრაელთან 2024 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი, რომელმაც დაასრულა ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ და მოუწოდა ისრაელთან მოლაპარაკებების განახლებისკენ.
შაბათს სალამმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა "არავის მისცემს უფლებას, ქვეყანა ჩაითრიოს ავანტიურებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებასა და ერთიანობას."
ორშაბათს, გამთენიისას, ლიბანიდან გაშვებული რაკეტებისა და დრონების გამო ისრაელის ჩრდილოეთში განგაშის სირენები ამუშვდა. ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლა" საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინა მისი მთავარი დამფინანსებლისა და იდეოლოგიური პარტნიორის, ირანის მიმართ.
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00
დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე: ეს დროის ფუჭად კარგვაა, მათ ყველაფერი დაკარგეს
6 მარტი, 2026 , 09:20


