უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მარტი, 2026 17:34
font-size

გალტ & თაგარტმა ICT Association of Georgia-ს ღონისძიებაზე IT სექტორის კვლევა წარადგინა

გალტ & თაგარტმა თბილისში ICT Association of Georgia-ს მიერ გამართულ კვარტლურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ასოციაციის წევრებთან, პარტნიორებთან და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, IT ეკოსისტემაში მიმდინარე ინიციატივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ მდივანმა IT სექტორის კვლევა წარადგინა.

საქართველოში IT სექტორი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და სწრაფად მზარდ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებია 2020 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო შეღავათები, საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, რამაც საქართველო IT სპეციალისტებისა და კომპანიებისთვის მიმზიდველ ჰაბად აქცია. შედეგად, IT მომსახურების სექტორის შემოსავლები და ექსპორტი სწრაფი ზრდით ხასიათდება.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გავლენით შრომის ბაზრის ტრანსფორმაციასა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციიაზე. გლობალური ტენდენციების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან AI-ის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა მაღალი კვალიფიკაციისა და სპეციალიზებული უნარების მქონე კადრებზე იზრდება. World Economic Forum-ის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაო პროცესები ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის თანაბრად გადანაწილდება, რაც უწყვეტი გადამზადების აუცილებლობას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ კონტექსტში, საქართველოში სამუშაო ძალის განვითარება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.

გალტ & თაგარტის კვლევის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ICT Association of Georgia ქვეყანაში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ასოციაციის მიზანია, გაიზარდოს სექტორის კონკურენტუნარიანობა, მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

3-5 მარტს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

2 მარტი, 2026 , 16:21

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამ

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

2 მარტი, 2026 , 16:02

საქართველოს ბანკი ერთგული მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და  ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათ საგაზაფხულო შეთავაზებები მოუმზადა. შეთავაზების ფარგლებში, ჩამოთვლილ მაღაზიებში საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბა

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

2 მარტი, 2026 , 13:53

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, ახალი შეთავაზება მოუმზადა. შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც 2 და 3 მარტს iPlus-ის ფიზი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 16 რეისი გაუქმდა

2 მარტი, 2026 , 11:23

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დ

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს

28 თებერვალი, 2026 , 14:50

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს. შესაბამის ინსტრუქციებს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, არ

ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

28 თებერვალი, 2026 , 14:44

ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ინფორმაციას ავრცელებს. „რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი