ანონსები
ანონსი - 2 მარტი
11:00 საათზე, სასტუმრო „ბრიმში“ საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საანგარიშო ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „კანონში - „შრომითი მიგრაციის შესახებ“, 1-ელი მარტიდან ძალაში შესული ცვლილებები.
მის: ავლაბარი, მალხაზ აბდუშელაშვილის ქ. 14
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
13:00 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან აქცია - „არა ჩადებას“ გაიმართება.
13:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
14:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)


