დღის კალენდარი
დღის კალენდარი _ 2 მარტი
წლის 62-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 303 დღე.
საეკლესიო კალენდარი
დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (IV); მღვდელმოწამისა თეოდორე აჭარელისა, მღვდელმონოზონისა, ოსმალთაგან წამებულისა (XIX); მართლისა მარიამნასი, მოციქულ ფილიპეს დისა (I); მოწამისა მინა კალიკელადისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა 867-889 წ.წ.); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, რუსეთის პატრიარქისა, სასწაულთმოქმედისა (1612); ახალმოწამისა თეოდორე ბიზანტიელისა (1795).
დაიბადნენ:
1824 — ბედრჟიხ სმეტანა, ჩეხი კომპოზიტორი.
1859 — შოლომ-ალეიხემი, ებრაელი მწერალი.
1878 — მიხაკო წერეთელი, ქართული ასირიოლოგიის ფუძემდებელი, ქართული პოლიტიკური ანარქიზმის ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1965 წელს.
1917 _ მირზა გელოვანი, პოეტი. გარდაიცვალა 1944 წელს.
1931 — მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი.
1941 _ გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მხატვარი.
1957 _ დიტო ცინცაძე, კინორეჟისორი.
გარდაიცვალნენ:
1897 — ჰორაციო უოლპოლი, ბრიტანელი ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე.
1939 — ჰოვარდ კარტერი, ინგლისელი არქეოლოგი, მან აღმოაჩინა ტუტანხამონის სარკოფაგი.
მოვლენები:
1796 — ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიაში მოქმედი არმიის მთავარსარდლად დაინიშნა.
1878 — ბულგარეთი განთავისუფლდა თურქეთის უღლისაგან.
1917 — რუსეთის იმპერატორმა ნიკოლაი მეორემ ტახტზე უარი თქვა თავისი უმცროსი ძმის მიხეილის სასარგებლოდ.
1969 — ზებგერითმა სამგზავრო თვითმფრინავმა „კონკორდმა“ პირველი საცდელი ფრენა განახორციელა ტულუზიდან (საფრანგეთი).
1969 — კუნძულ დამანსკიზე მოხდა შეიარაღებული შეტაკება საბჭოთა და ჩინელ მესაზღვრეებს შორის.
1992 — ბოსნიაში დაიწყო სამოქალაქო ომი.


