უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ოქტომბერი, 2018 11:10
font-size

ჩაფარ პირველი - ზიგზაგობრივი მოძრაობა სამთავრობო კარუსელზე

თავიდან ძალიან გამიკვირდა გიორგი გახარიას ზიგზაგობრივი მოძრაობა სამთავრობო კარუსელზე - მეტად უცნაური გადაადგილებანი. - წერს მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

„თავიდან ძალიან გამიკვირდა გიორგი გახარიას ზიგზაგობრივი მოძრაობა სამთავრობო კარუსელზე - მეტად უცნაური გადაადგილებანი. ბიზნეს-ომბუდსმენი მოგვევლინა ეკონომიკის მინისტრად, იქიდან კი პირდაპირ პირველი ჩაფრის მუნდირი მოირგო.

ჯერ ესეც აუხსელი ჩანდა, და მითუმეტეს: არსად გამორჩეულა რაიმე კარგი და სასიკეთო საქმით, მის სახელს არ დაკავშირებია რეფორმის გატოკებაც კი. არსებითად: გაუბედურებული ომბუდსმენი გაგვიხდა მინისტრი და... ეს წყალწაღებული ეკონომიკის შეფი გადაჯდა ჩაფარ პირველის სავარძელში.

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამ, როგორც „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებულმა, ისე მირზა სუბელიანის აღსარებამ, ერთბაშად გაგვარკვია გიორგი გახარიას პიროვნულ მრწამსშიც და მისი კარიერული გზის ზიგზაგობრიობაც ასახსნელი გახადა.

იგი ჩაფარი გახლდათ მაშინაც, როდესაც ბიზნეს-ომბუდსმენი გვეგონა.

და ჩაფარი გახლდათ მაშინაც, ამაოდ რომ მოველოდით თუნდ ჩხირის გადაბრუნებას საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.

პირველი კაცისაგან ევალა:

ბიზნესმენებთან „მოლაპარაკება“ , ანუ სინამდვილეში: მათი გატაცება, დაშინება და სამთავრობო რეკეტის ორგანიზება. აღმსრულებლებად კი ეყოლებოდა ოთარ ფარცხალაძე და მირზა სუბელიანი.

ბოლოსდაბოლოს გარეგნულადაც გახდა ის, რაც ისედაც იგულისხმებოდა: ჩაფარ პირველი და არა პოლიციელი, რომელიც კანონების დამცველად წარმოგვიდგება და არა კანონთა ზევით მდგომად.

ჟურნალისტებთან თამამად აცხადებდა:

წავალ ლონდონში, რატომაც არა, დიდი ხანია იქ აღარ ვყოფილვარ, და ყველა კითხვას გავცემ პასუხსო.

ისე ყინჩობდა, თითქოს საპატიო სტუმრად ყოფილიყოს მიწვეული სახელმწიფო ცერემონიალში, და არა კორუფციაში ბრალდებით.

ფერი კი ისე ჰქონდა დაკარგული, შეგებრალებოდა.

რა ვქნა, ნარკომანობა როგორ დავიბრალო, თორემ „ომეგა ჯგუფი“ წინაშე ჩადენილი ცოდვებისათვის ბოდიშებსაც მოვახდევინებდი.

რაც არის და როგორც არის, გახსნით უკვე გახსნილია მისი ზიგზაგობრივი მოძრაობის ფარული მექანიზმი.“ - დაწერა როსტომ ჩხეიძე „ფეისბუქზე“

საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურ

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები

30 სექტემბერი, 2025 , 13:01

საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც აერთიანებს განათლების, ბიზნესის, დასაქმების და გარემოს დაცვის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ბანკი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხე

ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური

30 სექტემბერი, 2025 , 12:48

სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც „მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ჩიკვაიძის მი

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

29 სექტემბერი, 2025 , 19:49

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის  მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუ

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქცი

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ

29 სექტემბერი, 2025 , 17:29

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. 30 სექტემბრის ჩათვლით, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, EXTRA-ზე შოპინგისას სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ: