უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 ოქტომბერი, 2017 14:35
font-size

ჩვენ მიწის ნაკვეთებს არ ვითხოვთ, თუ მასზე ეკლესიის მშენებლობა არ არის გამიზნული - მიქაელ ბოტკოველი

საქართელოს საპატრიარქოს მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში არის ხელოვნურად აჟიტირებული, რადგან, ბოტკოველის თქმით, ვიღაცის ინტერესშია, რომ ეკლესიას ქონება არ გადაეცეს.

არასამათავრობო ორგანიზაციამ თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობა შეაჯამა, სადაც საუბარი ეკლესიისთვის გადაცემულ მიწის ფართობებზეც არის. ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერიამ ეკლესიას საერთო ჯამში 183,414.00 კვ.მ. მიწის ფართობი გადასცა. გარდა ამისა, 28 შემთხვევაში უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

„ეს თემები არის აჟიტირებული ხელოვნურად, რადგანაც ვიღაცის ინტერესში არის, რომ ეკლესიას არ გადაეცეს არანარი ქონება.

ჩვენ,სახელმწიფოსთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობას ამა თუ იმ ქონების გადმოცემის თაობაზე.

ახლაც ვიმყოფებოდი სახელმწიფო კანცელარიაში. რატომ მივიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას? მე მაქვს ერთი ხმა და იქ კომისიის 10 კაციანი შემადგენლობაა. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას კონსენსუსით ვიღებთ. დასაბუთებული მასალები მოდის სახელმწიფო კანცელარიაში იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის სჭირდება ეკლესიას ეს თუ ის მიწის ნაკვეთი.

ფაქტიურად ჩვენ მიწის ნაკვეთებს არ ვითხოვთ, თუ მასზე ეკლესიის მშენებლობა არ არის გამიზნული. პრაქტიკულად ასეთ მიწის ნაკვეთებს არ ვითხოვთ.

რაც შეეხება ამორტიზირებულ შენობებს და სხვა ქონებას, რომელსაც სახელმწიფო აძლევს ეკლესიას - ეს სჭირდება ეკლესიას ინფრასტრუქტურისათვის. ეს გათვალისწინებულია იმ ნორმებით, რა ნორმებიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ეს სახელმწიფო არის სამართალმემკვიდრე იმ სახელმწიფოსი, რომლის დროსაც, ჩვენ დავკარგეთ უზარმაზარი და განუსაზღვრელი რაოდენობის ქონება. ამიტომ, ნურავის ნუ უკვირს როდესაც სახელმწიფოსაგან ეკლესია იღებს ქონებას.

ასეთივე ქონებას იღებენ სხვა რელიგიური დენომინაციები საქართველოში. რატომ მათზე არ გიჩნდებათ ასეთი კითხვები? მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეძლევა ქონება? სხვა ეკლესიებსაც ხომ არ აძლევენ, ამაზეც ვისაუბროთ“,-განუცხადა ბოტკოველმა ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში.

მონიკა დავლიანიძე

„ქართულ კოშმარს“ მივმართავ, მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები? - პაატა მანჯგალაძე

16 მაისი, 2024 , 17:39

მმართველ „ქართულ კოშმარს“ მივმართავ, მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები? - ამ კითხვით “სტრატეგია

`ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს ვეთანხმებით” - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუაშვილის განცხადებაზე

15 მაისი, 2024 , 19:07

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი

„ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

15 მაისი, 2024 , 16:08

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ე

აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე - რატი იონათამიშვილი

13 მაისი, 2024 , 18:07

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ აყენებს შეურაცხყოფას ამერიკელი ინსტრუქტ

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება - მიხეილ დაუშვილი

10 მაისი, 2024 , 10:59

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მი

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი