უკან

სამართალი

3 დეკემბერი, 2016 15:05
font-size

დათა ახალიას მძღოლის ინფორმაციით, ახალაია, დგებუაძე და ქარდავა ნავთლუღში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მიიყვანა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის სასაქალაქო სასამართლოში საქმეზე ბრალდებულ, დათა ახალაიას მძღოლი, ელიამბაი ალიევი დაიკითხა. მოწმე დაცვის მხარემ წარადგინა.

მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე და ლევან ქარდავა მან ავტოსადგურის ტერიტორიაზე 23:00 საათისთვის, ანუ იმ დროისთვის მიიყვანა, როდესაც, მისი თქმით, სპეცოპერაცია უკვე დასრულებული იყო.

დაცვის მხარის განცხადებით, ელიამბაი ალიევის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ახალაია, ქარდავა და დგებუაძე სროლაში არ მონაწილეობდნენ.

,,მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ არავის მიმართ გასროლა არ განუხორციელებია არც დათა ახალაიას, არც გიორგი დგებუაძეს და არც სხვა პირებს. ფაქტობრივად, იქ სპეცოპერაცია უკვე დასრულებული იყო, როდესაც ისინი უკვე მივიდნენ ავტომანქანით და შესაბამისად, მან გამორიცხა ყველა მოცემულობა იმისი, რომ დათა ახალაიას ან დგებუაძეს ვინმესთვის ესროლათ. 10 წელია გასული, სპეცოპერაციის მოცემულობაზე, თუ ვინ მიიყვანა, შეიძლება რაღაც უზუსტობა იყოს, მაგრამ ახალიას მძღოლმა დაადასტურა, რომ ისინი მაშინ მივიდნენ, როცა უკვე სროლა დამთავრებული იყო’’, - განაცხადა დღევანდელი სხდომის შემდეგ, ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა.

თავის მხრივ, ბრალდების მხარე ეჭვქვეშ აყენებს დათა ახალაიას მძღოლის ჩვენება. პროკურორ, დავით ნეფარიძის თქმით, ერთ-ერთ სასამართლო ჩვენებაზე გიორგი დგებუაძემ განაცხადა, რომ ნავთლუღის ავტოსადგურზე საკუთარი ავტომობილით მივიდა.

,,აცდა არამხოლოდ ათეულობით მოწმის ჩვენებას, თავად ბრალდებულ გიორგი დგებუაძის მიერ მიცემულ ჩვენებასაც აცდა. გიორგი დგებუაძე ამბობს, რომ თავის მანქანით მივიდა, დღევანდელმა მომწმემ კი განაცხადა, რომ მან მიიყვანა მანქანით. ასევე, გიორგი დგებუაძე არ უარყოფს სროლების განხორციელების დროს ადგილზე ყოფნას, ელიამბაი ალიევის განმარტებით კი, მას შემდეგ მივიდა გიორგი დგებუაძესთან, დავით ახალაიასთან და ლევან ქარდავასთან ერთად, როცა სროლა დამთავრებული იყო’’, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.

ცნობისათვის: გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, „ნავთლუღის“ ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი.

ნინო ექვთიმიშვილი

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი