უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 სექტემბერი, 2018 13:20
font-size

დაწესებულების მიერ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები - კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ეხმაურება ააიპ საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის პერსონალისა და დაწესებულების ხელმძღვანელის, ეპისკოპოს სპირიდონის მიერ ბავშვთა უფლებების „უხეშ დარღვევასა“ და სახალხო დამცველის საქმინობის ხელშეშლას.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ მისმა შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს ეს ფაქტი და, დაწესებულების მიერ, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

გარდა ამისა, კოალიცია მოითხოვს ჯანდაცვის სამინისტროსგან, „უზრუნველყოს სააღმზრდელო დაწესებულებაში რელიგიური ლიდერების ბავშვთა უფლებების დამრღვევი და უკანონო მოქმედებების აღკვეთა და მოახდინოს დაწესებულებაში კანონმდებლობის დარღვევით მოხვედრილი ბავშვების შემაშფოთებელი მდგომარეობის დაუყოვნებელი გამოსწორება“.

„2018 წლის 13 სექტემბერს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ომბუდსმენის წარმომადგენლებს პანსიონის თანამშრომლებმა ბავშვებთან განცალკევებით საუბრის საშუალება არ მისცეს და მოითხოვეს, რომ გასაუბრება სასულიერო პირების თანდასწრებით მომხდარიყო.

ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი არის სახელმწიფოს მიერ, 2014 წელს ოფიციალურად ლიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს და კონტროლდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით. დაწესებულებაში ბავშვების ჩარიცხვა, მათი საჭიროებების შეფასება, ბავშვთა მდგომარეობაზე ზედამხედველობა, კონკრეტული პროგრამული მხარდაჭერა და ბავშვების დაწესებულებიდან გადინების პროცესი მკაცრად რეგულირდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. აღნიშნული პირობების განუხრელი დაცვა ასევე დაწესებულების ლიცენზირების არსებითი მოთხოვნაა.

ბავშვის უფლებათა კონვენცია

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, აგრეთვე კომპეტენტურ ზედამხედველობას.

ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებაში მოთავსებული მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვები იმყოფებიან ძალადობის, დასჯის და არასათანადო მოპყრობის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ. ამ რისკების შესამცირებლად კი სავალდებულოა სახელწიფოში არსებობდეს ბავშვების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი, რომელსაც ექნება სრულყოფილი წვდომა ყველა დაწესებულებაზე.

ამავე კონვენციის მე-16 მუხლი ბავშვებს აძლევს უფლებას, მიიღონ კონფიდენციალური სამართლებრივი რჩევა, რაც არ საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლების თანხმობას და არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვის ქვედა ზღვარი.

ეროვნული კანონმდებლობა

საქართველოს მთავრობის, 2014 წლის, 15 იანვრის, #66 დადგენილება, (,,ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი“), დეტალურად არეგულირებს ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებსა და შესაბამისად ადგენს სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების პირობებს, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ყველა ტიპის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ბავშვთათვის სადღეღამისო მომსახურებას.

დადგენილების თანახმად (სტანდარტი 3 - კონფიდენციალობის უზრუნველყოფა), მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ბ) დაიცვას ბავშვთა კორესპონდენციების, საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალურობა; გ) იქონიოს შესაბამისი გარემო (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი) ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის, რაც უზრუნველყოფს ბავშვების საუბრის კონფიდენციალურობას.

დაწესებულების მონიტორინგი

საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, დაუბრკოლებლივ შევიდეს და მონიტორინგი განახორციელოს ყველა ტიპის დახურულ და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე ბავშვთა სახლებში. პირადად და კონფიდენციალურად შეხვდეს ბავშვებს და მოისმინოს მათი საჩივრები/მოსაზრებები. სახალხო დამცველის საქმიანობაში ნებისმიერი სახით ხელშეშლა აკრძალულია და ისჯება კანონით.

მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმიდის ბავშვთა სახლი საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითაა შექმნილი, იგი ექცევა საქართველოს კანონმდებლობის სავალდებულო რეგულირების ქვეშ, რომლის თანახმადაც ბავშვების რელიგიურ თავისუფლებაში უკანონო ჩარევა ან რაიმე ტიპის შეზღუდვა ბავშვმა, კომუნიკაცია იქონიოს მესამე პირებთან, მისი ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისად, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. როგორც სახალხო დამცველის და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები მიუთითებს, სასულიერო პირების მხრიდან წლებია ხდება ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით ბავშვთა დაწესებულებების მართვა, წესების თვითნებური შემოღება და ბავშვთა იძულება, დაემორჩილონ ბავშვთა უფლებებთან და კანონმდებლობასთან შეუსაბამო წესებს. აღნიშნული მოიცავს ბავშვების გამოხატვის თავისუფლებისა და მესამე პირებთან კონფიდენციალური შეხვედრების უფლების უკანონო შეზღუდვას. დაწესებულებაში ოფიციალური მონიტორინგის მიზნით შესული ორგანოების საქმიანობაში უკანონო ჩარევასა და სხვა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები, არღვევს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა თავისუფალი განვითარების და ჭეშმარიტი ინტერესის დაცვის სტანდარტს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. კოალიცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე.

პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი არ არის განცხადების ხელმომწერი“, - წერია განცხადებაში.

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

10 დეკემბერი, 2019 , 21:56

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწ

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

10 დეკემბერი, 2019 , 17:15

მოძრაობის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუწესოს და მხოლოდ კომპანიების ინიციატივები პრობლემას ვერ მოაგვა

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმული

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვე

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას. მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`