სამართალი
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესები დახურულია
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით დღევანდელი და მომდევნო პროცესები დაიხურება.მიზეზი კი დარბაზში კირკიტაძის მხარდამჭერთა შეძახილებია.
დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 4 თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც ველისციხის ინციდენტთან არიან დაკავშირებულები.მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კირკიტაძე შს სამინისტროს კუთვნილ ავტობუსში მჯდარ პოლიციელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
სხდომას ბრალდებული, დაცვის მხარე და პროკურორები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის გურჯაანში გასული წლის 17 დეკემბერს დააკავა.