უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 თებერვალი, 2026 17:04
font-size

დავრწმუნდი თუ რა შორს არის დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, როგორ არ ესმის, როგორ არ ერკვევა არაფერში და როგორ სამომავლოდ, საბედისწერო შეცდომას უშვებს! - ადა მარშანია

"განათლების რეფორმის" ფარგლებში სოხუმის უნივერსიტეტში დაგეგმილ ცვლილებებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია ეხმაურება.

"ძალიან გაბრაზებული და გამწარებული ვარ იმით, რაც ხდება ზოგადად, უნივერსიტეტების თავს და განსაკუთრებით ჩვენი სოხუმის უნივერსიტეტის თავს!

იმით რაც ხდება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა შორს არის დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, როგორ არ ესმის, როგორ არ ერკვევა არაფერში და როგორ სამომავლოდ, საბედისწერო შეცდომას უშვებს! როგორ არ უსმენს იმ ხალხს, ვისაც კარგად გაეგება ეს საკითხი და ვალდებულიც არის, რომ გაეგებოდეს!

ჩვენი სოხუმის უნივერსიტეტი მდიდარი და საამაყო ისტორიის მქონეა; ერთ-ერთი ბასტიონი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საქმეში; თანამშრომლობის ერთ-ერთი ბასტიონი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში!

კარგად მახსოვს მისი პირველი რექტორის, ბატონი ზურაბ ანჩაბაძის და მამას საუბრები, დისპუტები, წუხილები, ფიქრები უნივერსიტეტის მომავალზე და მის განვითარებაზე...

სოხუმის უნივერსიტეტში, როგორც ლაკმუსის ქაღალდზე გამოვლინდა, იფეთქა ყველა ურთიერთსაწინააღმდეგო პრობლემამ, რომელიც ათეული წლები ბუდობდა აფხაზურ საზოგადოებაში. უნივერსიტეტში აღმოცენებული კონფლიქტით დაიწყო ხილული ფაზა ტრაგედიისა, რაც დატრიალდა აფხაზეთში.

რა ვქნათ, როგორ ვუშველოთ ჩვენს მშობლიურ და ბუმბერაზ კერას, როგორ გადავარჩინოთ უგუნურობისაგან და უგუნურებისაგან!?" - წერს ადა მარშანია.

თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:30

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს. როგორც კალ

შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია, ვერ შედგა ცილისწამება და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას - გეკა გელაძე

16 თებერვალი, 2026 , 15:47

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აცხადებს, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია. „მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ არათუ გამოყენებული, არამედ შინაგა

„კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა? - შალვა პაპუაშვილი

16 თებერვალი, 2026 , 12:26

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს, რომლის მიხედვით, „საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანე

„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში პირველად გასაყიდად გამოტანილი საცხოვრებელი სივრცეების 60 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს, ესეც არის ძალიან ნათელი მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - მარიამ ქვრივიშვილი

16 თებერვალი, 2026 , 10:55

„Eagle Hills-ის უპრეცედენტო  ინვესტიცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის უზრუნველყოფს 11 მილიარდის პირდაპირ ეფექტს, 24 000 სამუშაო ადგილს მშენებლობის პერიოდში, ხ

ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია - მარიამ ქვრივიშვილი

16 თებერვალი, 2026 , 10:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი  ქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი