უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 თებერვალი, 2026 10:55
font-size

„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში პირველად გასაყიდად გამოტანილი საცხოვრებელი სივრცეების 60 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს, ესეც არის ძალიან ნათელი მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - მარიამ ქვრივიშვილი

„Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის უზრუნველყოფს 11 მილიარდის პირდაპირ ეფექტს, 24 000 სამუშაო ადგილს მშენებლობის პერიოდში, ხოლო 8 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ოპერირებაში გაშვების შემდეგ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ დინამიკას, რომელიც კომპანიის მიერ დაწყებული გაყიდვების აქტიურ პროცესში გამოიკვეთა.

„რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ გადაწყვიტა, კრწანისის ტერიტორიაზე დაეწყო პირველადი გაყიდვების პროცესი - 257 საცხოვრებელი სივრცე გამოვიდა გასაყიდად და დღეს უკვე შეგვიძლია, კონკრეტული მონაცემებით ვიმსჯელოთ, თუ როგორი ბალანსი იყო უშუალოდ ამ გაყიდვების პერიოდში. პირველ რიგში, ძალიან სასიხარულოა, რომ 24 საათში სრულად გაიყიდა ბაზარზე გამოტანილი ყველა საცხოვრებელი სივრცე, ხოლო განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქედან 60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი 40% იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აზიიდან.

„ხშირად ოპონენტებისგან გვესმოდა, რომ ეს პროექტი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის „არაბიზაციის“ საფუძველი, გვესმოდა, რომ იყო ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადმოსახლების საფრთხეები, რომ აქ არ იქნებოდა სივრცე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ა.შ. იყო პროგნოზი, რომ კვადრატული მეტრი 15 000 დოლარად უნდა გაყიდულიყო, რეალურად კი ვნახეთ, რომ ერთი კვადრატულის ფასი დაიწყო 1650 დოლარიდან, ასევე ვნახეთ, რომ პირველი გაყიდვების ფარგლებში გამოტანილი ობიექტების 60% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ესეც, მათ შორის არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი მაგალითი, თუ რა ფორმებით და რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:30

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს. როგორც კალ

დავრწმუნდი თუ რა შორს არის დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, როგორ არ ესმის, როგორ არ ერკვევა არაფერში და როგორ სამომავლოდ, საბედისწერო შეცდომას უშვებს! - ადა მარშანია

16 თებერვალი, 2026 , 17:04

"განათლების რეფორმის" ფარგლებში სოხუმის უნივერსიტეტში დაგეგმილ ცვლილებებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია ეხმაურება. "ძალიან გაბრაზებული და გამწარებული ვარ იმით, რაც ხდება ზოგადად

შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია, ვერ შედგა ცილისწამება და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას - გეკა გელაძე

16 თებერვალი, 2026 , 15:47

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აცხადებს, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია. „მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ არათუ გამოყენებული, არამედ შინაგა

„კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა? - შალვა პაპუაშვილი

16 თებერვალი, 2026 , 12:26

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს, რომლის მიხედვით, „საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანე

ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია - მარიამ ქვრივიშვილი

16 თებერვალი, 2026 , 10:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი  ქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი