უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 თებერვალი, 2026 15:47
font-size

შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია, ვერ შედგა ცილისწამება და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას - გეკა გელაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აცხადებს, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია.

„მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ არათუ გამოყენებული, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი, ასეთი ნივთიერება არასდროს არ შეუძენია. გაქრა ეს ცილისწამება, ვერ შედგა და ალბათ, ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას, ამაზე საუბარი არასერიოზულია“, – აღნიშნა გეკა გელაძემ.

გეკა გელაძე ამბობს, რომ შსს-ს არ აქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საშიშია.

„გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გააჟღერა, რაც იყო გამოყენებული, საერთაშორისო პრაქტიკა რაც არსებობს. ჩვენ რა ნივთიერებებიც გვაქვს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება მსგავსი ნივთიერების გამოყენება. არც გვაქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის არის საშიში“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ.

თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:30

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს. როგორც კალ

დავრწმუნდი თუ რა შორს არის დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, როგორ არ ესმის, როგორ არ ერკვევა არაფერში და როგორ სამომავლოდ, საბედისწერო შეცდომას უშვებს! - ადა მარშანია

16 თებერვალი, 2026 , 17:04

"განათლების რეფორმის" ფარგლებში სოხუმის უნივერსიტეტში დაგეგმილ ცვლილებებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია ეხმაურება. "ძალიან გაბრაზებული და გამწარებული ვარ იმით, რაც ხდება ზოგადად

„კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა? - შალვა პაპუაშვილი

16 თებერვალი, 2026 , 12:26

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს, რომლის მიხედვით, „საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანე

„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში პირველად გასაყიდად გამოტანილი საცხოვრებელი სივრცეების 60 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს, ესეც არის ძალიან ნათელი მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - მარიამ ქვრივიშვილი

16 თებერვალი, 2026 , 10:55

„Eagle Hills-ის უპრეცედენტო  ინვესტიცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის უზრუნველყოფს 11 მილიარდის პირდაპირ ეფექტს, 24 000 სამუშაო ადგილს მშენებლობის პერიოდში, ხ

ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია - მარიამ ქვრივიშვილი

16 თებერვალი, 2026 , 10:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი  ქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი