უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 მარტი, 2024 11:16
font-size

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა.

ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას.

ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად - 500 ლარით დაჯარიმდა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გორში მკვლელობა მოხდა

28 აპრილი, 2025 , 11:45

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია.  არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად

თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა

25 აპრილი, 2025 , 10:59

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

24 აპრილი, 2025 , 10:37

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო

მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო

21 მარტი, 2025 , 16:06

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხ

თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

21 მარტი, 2025 , 11:31

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრ თეა ახვლედიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სიტყვით მიმა

წალენჯიხაში ხანძარი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩენილი - ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება - მერის მოადგილე

15 მარტი, 2025 , 19:26

წალენჯიხაში ხანძარია. ცეცხლი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩენილი. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია წერს, რომ საჩინოში ხანძრის კერა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი