უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 აპრილი, 2024 11:05
font-size

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

„დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი რვა მეწყრულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყრულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას.

პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,ოცნებისთვის` 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს - TI

6 სექტემბერი, 2024 , 13:23

"სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველს" ცნობით, ბათუმის მერიამ შპს "ახალი ბულვარს" 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნა

ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

4 სექტემბერი, 2024 , 16:00

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ოთხი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომის ტყეში ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

4 სექტემბერი, 2024 , 11:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლი

გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა - ირაკლი ქარსელაძე

2 სექტემბერი, 2024 , 11:44

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, განახლებული გზა სანდარტებს სრულ

დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია - მამუკა ხაზარაძე

30 აგვისტო, 2024 , 17:53

“დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია“- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც მაღალმთიანი აჭარაში,

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გადადგა

27 აგვისტო, 2024 , 15:16

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ცაგერის საკრებულოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია&nbs