უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 ივნისი, 2017 17:55
font-size

დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ტყუილი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პირველი პირი ტყუილში დაადანაშაულა. საქმე ეხება ანა დოლიძის განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს არ მიუღია ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა.

კობახიძემ ფიქრია ჩიხრაძის პრესკონფერენცია გაიხსენა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას გაეცნო.

„გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით გვაქვს დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. გარდა ამისა, როდესაც ფიქრია ჩიხრაძემ დაიწყო თავისი პრესკონფერენცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მისი პირველი სიტყვა იყო, გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს. ეს თვითონ მან ბრძანა და დაადასტურა, რომ ჰქონდა დოკუმენტი მიღებული, გაეცნო ამ დოკუმენტს და ამის საფუძველზე ჩაატარა ბრიფინგი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ტყუილი. ამაში ქალბატონ ანას ვერ დავადანაშაულებ, როცა საუბრობს საპარლამენტო მდივანი, საუბრობს არა ქალბატონი ანა, არამედ პრეზიდენტი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ასეთ რამეებს ვისმენთ ხოლმე, ძალიან დამღლელია ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს კონსესუსზე, რადგან 4 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის არცერთ სხდომას არ დასწრებია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პარლამენტის ხელმძღვანელობამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღეს, რაც უარყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მოთხოვნა იყო, დოკუმენტი არ გასაჯაროვებულიყო, თუმცა გუშინ დასკვნა მედიაში გავრცელდა.

ანა მებურიშვილი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა

6 მაისი, 2025 , 12:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი”  4 მაისს ვირტუოზი კუბელი პიანისტის, რობერტო ფონსეკას კონცერტით გაიხსნა. მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი ალბომი “L