უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 ნოემბერი, 2016 16:40
font-size

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიისთვის შეიძლება სავალალო შედეგები დადგეს- ექსპერტები

საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს გამოეხმაურნენ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოსთვის გაცილებით კარგი შედეგი იქნება, თუ ამერიკის პრეზიდენტი „დემოკრატი“ კანდიდატი გახდება.

„ყველასთვის ცნობილია ტრამპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მიუხედავად მისი კეთილგანწყობისა ამ სახელმწიფოსადმი, მას გაპრეზიდენტების შემთხვევაში მაინც გაუჭირდება გადალახოს ის წინააღმდეგობები, რაც რუსეთსა და ამერიკას შორის არსებობს. ტრამპის გაპრეზიდენტებამ შესაძლოა სამხრეთ კავკასიისთვის სავალალო შედეგები მოიტანოს, რადგან ის უპირატესობას დიდ ქვეყნებს ანიჭებს და რეგიონული პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლმა თემურ თუმანიშვილმა.

ირაკლი ტორონჯაძე მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტების შემთხვევაში იგი მოქმედი პრეზიდენტის ბარაქ ობამას პოლიტიკურ კურსს აქტიურად გააგრძელებს.

„ბოლო სკანდალამდე თითქოს ჰილარი კლინტონისკენ იყო გადახრილი სასწორი, თუმცა ახლა უკვე პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, ეს არ არის ფორმალური არჩევნები და ძნელი სავარაუდოა ვისაუბროთ იმაზე, რომ დემოკრატები მესამედ მოვლენ ამერიკის ხელისუფლებაში“, –აღნიშნა ირაკლი ტორონჯაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის 58 პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

მონიკა დავლიანიძე

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება - მიხეილ დაუშვილი

10 მაისი, 2024 , 10:59

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მი

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი - ვახტანგ გომელაური

9 მაისი, 2024 , 12:23

არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მ

არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი

8 მაისი, 2024 , 18:16

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ყალბი ნომრებიდან ზარების და გინების უკან "ოცნება" არ დგას. მეტიც, მას ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს და ირწმუნება, რომ ეს კამპანია სწორედ მმართველი გუნდის ოპონენტებმა "კონ

ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი

8 მაისი, 2024 , 16:34

ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება რეესტრი, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც "ოცნების" შეფასებით, შანტა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი