უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 დეკემბერი, 2017 16:45
font-size

ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება - გიორგი ჩიქოვანი

ელექტროენერგიის ტარიფი,სავარაუდოდ, გაიზრდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა Bm.ge-ის უთხრა.

„ტარიფის კორექტორება სემეკის კომპეტენციაა. გენერაციის რამდენიმე ახალი ობიექტია შესული ექსპლოატაციაში. ჩემი აზრით, ტარიფი, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუმცა არა მნიშვნელოვნად, რომ ეს მძიმედ დააწვეს მოსახლეობას“, – თქვა ჩქოვანმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის გატარების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებს „თელასისა“ და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის წლის ბოლომდე დაითვლის.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ იმ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შედეგად უნდა გაატაროს, გენერაციის ახალი ობიექტების ფისკალური რისკების გათვალისწინებით.

კითხვაზე, როგორ შეიძლება ერთდროულად, ერთი მხრივ ახალი, რენტაბელური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არ შეფერხდეს და მეორე მხრივ, მათი გამომუშავებული ელექტროენერგია სამომხმარებლო ტარიფს მძიმედ არ დააწვეს, გიორგი ჩიქოვანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ „შეუძლებელია რაღაც ახალი აშენდეს და ის არ აისახოს ტარიფზე“.

„ჩვენ მოხმარების სერიოზული ზრდა გვაქვს, რაც ახალ რესურსებსა და გენერაციის ახალ ობიექტებს საჭიროებს. ახალი უფრო ძვირია. ჩვენ „ენგურჰესი“ დაგვრჩა ძველი დროიდან. ახალი ობიექტი კი ახალ, მეტ ტარიფს საჭიროებს და არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ პირიქით, გაიაფდება ელექტროენერგია, ვინაიდან თითოეული ახალი კილოვატი სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს. რაც შეეხება ჩვენს ხედვას სავალუტო ფონდთან – ჩვენი მიზანია, გაკეთდეს სტრატეგია, სადაც გაიწერება, რა იქნება ჩვენი მოხმარება მომავალში და რითი უნდა დაკმაყოფლდეს. როდესაც ამას გავუზიარებთ იგივე სსფ–ს, მათ საკმაოდ კარგი სპეციალისტები ჰყავთ და ნახავენ, რომ მოხმარება თუ იზრდება, ეს ობიექტები საჭიროა და ამ მხრივ ვაპირებთ ზუსტად მათთან მუშაობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ენერგოსექტორში ფისკალური რისკების მართვისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით ხელისუფლება ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რის შედეგადაც კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ ახალი კანონის პროექტი დაიწერა. კანონპროექტი ახალი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების შეფასებას ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ანალიტიკური დეპარტამენტისა და კერძო აუდიტის ჩართულობით ითვალისწინებს. ენერგეტიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ამ მიდგომით ახალი ობიექტები სამართლიან და საბაზრო კონიუნქტურასთან მიახლოებულ ტარიფებს მიიღებენ, რაც სამომავლოდ საფუძველი იქნება იმისა, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფომ შედარებით მისაღებ ფასად შეიძინოს ადგილობრივი ელექტროენერგია და მეორე მხრივ, ეს ახალი წყაროები საბოლოო მომხმარებელს ძვირი არ დაუჯდეს. რაც შეეხება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, მსგავსი პრაქტიკა სავარაუდოდ, 2018 წლიდან აღარ იარსებებს.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი