უკან

ეკონომიკა

18 მაისი, 2018 17:40
font-size

ეროვნულ ბანკში კრიპტოვალუტების საზედამხედველო მიდგომებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

კრიპტოვალუტების რეგულირების შესწავლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის (BaFin) წარმომადგენელი ჯენს მუენზერი ეწვია. შეხვედრაში, რომლის მთავარი მიზანი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საზედამხედველო გამოცდილების გაზიარება იყო მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI), კერძო სექტორის, კომერციული ბანკების, საბროკერო, აუდიტორული და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც მოპოვება, ისე ვაჭრობა, მზარდია მსოფლიო მასშტაბით და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას და კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მას ახასიათებს ფასების მაღალი მერყეობა, რის გამოც დიდია იმის ალბათობა, რომ მომხმარებლებმა ფინანსურად იზარალონ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვირტუალური ვალუტის ინდუსტრია საწყისი განვითარების ფაზაშია. მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო თუ საზედამხედველო ჩარჩო ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და, უმეტეს შემთხვევაში, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის წარმომადგენელისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური განმარტებები კრიპტოვალუტის რეგულირებასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხზე.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი