პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს
პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს.
ჩიხრაძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსია უმჯობესია მალე გაიმართოს, რათა არ მოხდეს საზოგადოების დაბნევა.
„ჩვენ ცალკეული განცხადებებისა და ურთიერთმოწოდებების ამარა რომ არ დავრჩეთ, ალბათ, უკვე საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. უახლოეს ხანებში, ალბათ ორშაბათს, იქნებ, უკვე შეხვედრა გავმართოთ და დისკუსია დავიწყოთ და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოვყალიბდეთ, რომელთა შესახებაც კონსენსუსზე მზაობაა, რადგან დღეს მნიშვნელოვანია და ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არ იქნება და დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს.
ამიტომ ნუღარ დავაყოვნებთ, რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება, შესაძლოა, გაჩნდეს სხვადასხვა საკითხი და ამან საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვიოს. გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ და ჩამოვყალიბდეთ, რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუ დიალოგის ფორმატი არ შეიქმნება, განცხადებები განცხადებებად დარჩება“, - განაცხადა ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდი მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგი გააგრძელოს.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


