მოზაიკა
ფრანჩესკო ტოტი, პაოლო მალდინი, ანდრეი შევჩენკო და ფეხბურთის სხვა ცნობილი ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად თბილისში ითამაშებენ
29 სექტემბერს, 21 საათზე თბილისში, დინამო არენაზე ბორჯომის ტყის აღდგენის მიზნით საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ეწვევიან მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი ოტო რეჰაგელი იქნება, რომლის თავკაცობით საბერძნეთის ნაკრებმა 2004 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. გუნდის მეორე მწვრთნელის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენას. მათი გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 ზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე არის 10-,15- და 25- ლარიანი ბილეთები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30


