უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
მოზაიკა
გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით
Jumpstart Georgia და თიბისი ბანკი მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულ პირებს ჰაკათონში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ.
თუ ხარ დიზაინერი, პროგრამისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, მკვლევარი ან სტატისტიკოსი და გაინტერესებს მონაცემთა ვიზუალიზაცია, გაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შეუერთდე მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონს და შენს გუნდთან ერთად გახდე გამარჯვებული.
მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი საქართველოში პირველად, 28-29 იანვარს ტექნოპარკში გაიმართება.
სხვადასხვა სპეციალობის, 3-6 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდები (დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ა.შ.) 24 საათის განმავლობაში ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე იმუშავებენ. სასურველი თემის არჩევა გუნდების ინტერესების შესაბამისად მოხდება. ჰაკათონში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.
გამარჯვებულ გუნდებს სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცემათ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ჰაკათონის ორგანიზატორ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა ექნებათ.
ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოების FLEX-ის კურსდამთავრებულთა პროგრამის), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, Jumpstart Georgia-ს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 იანვარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოსამზადებელი შეხვედრებიც. აპლიკაციის შევსება, ასევე ჰაკატონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

