უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
მოზაიკა
გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით
საქართველოში პირველად, მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართა.
ტექნოპარკში შეკრებილ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაერთიანებულიყვნენ გუნდებად და ორი დღის განმავლობაში მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე ემუშავათ.
ჰაკათონში მონაწილეობას იღებდნენ დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, მკვლევარები და სტატისტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან მონაცემთა ვიზუალიზაციით. ისინი 3-6 კაციან გუნდებად გაერთიანდნენ და ორი დღის განმავლობაში ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემებზე მუშაობდნენ. ჰაკათონის მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.
ჰაკათონი Jumpstart Georgia-ს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა FLEX-ის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამარჯვებული გუნდები სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიურიმ გამოავლინა. თიბისი ბანკმა გამარჯვებულ 2 გუნდს (გამოცემა on.ge-ს გუნდი და საქართველოს რეგიონში მოქმედ დამოუკიდებელ მაუწყებელთა გაერთიანების გუნდი) ფულადი პრიზები გადასცა.
“ჩვენთვის ინფორმაციის ვიზუალიზაცია ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტისთვის. თიბისი ბანკი ძალიან ხშირად კლიენტებს, პარტნიორებს, ინვესტორებს თუ საზოგადოებას ელაპარაკება „ციფრების ენით“. მონაცემების სწორი აღქმადობის ჩამოსაყალიბებლად მათი ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ თუ ინფორმაციის გადაცემა მოხდება ვიზუალურად მაღალ დონეზე, ეს მონაცემებისა და ციფრების აღქმას გაამარტივებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის”, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.
მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი 250-მდე ადამიანმა გამოთქვა. საბოლოოდ 100 მონაწილე აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა. პროექტის ფარგლებში შედგა რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრაც. ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

