უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 იანვარი, 2017 16:35
font-size

„გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულების ასლი ენერგეტიკის სამინისტროში დაცული არ არის - ირმა ინაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე, „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროსთვის მის მიერ გაგზავნილი წერილის პასუხი გაასაჯაროვა.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ ენერგეტიკის სამინისტროში ხელშეკრულების ასლი დაცული არ არის და არც ის ჩანს, თუ ვინ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ქართული მხრიდან.

„მე მივმართე ენერგეტიკის სამინისტროს და მოვითხოვე კონტრაქტის ასლი და პასუხი მივიღეთ შემდეგნაირი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს აღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია. კერძოდ, შპს „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების ასლი არ არის დაცული სამინისტროში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული წერილიდან ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას შპს „გაზპრომ-ექსპორტმა“ მოაწერა ხელი, ხოლო, რადგან ხელშეკრულების ასლი სამინისტროში დაცული არ არის, უცნობი რჩება ვინ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს რომელიმე შპს, რომელიც „რაღაც უფლებამოსილებით, ვიღაცამ აღჭურვა, თუმცა ესეც უცნობია“.

დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ ერთადერთი რისი დადგენაც მათ საკუთარი არხებით მოახერხეს, ეს გაზის სატრანზიტო ფასია, რომელიც ახალი ხელშეკრულებით სამჯერ ნაკლებია.

„როგორც ჩვენ დავადგინეთ, სატრანზიტო ღირებულების ფასი, თუ ჩვენ გადავიანგარიშებთ ას კილომეტრს ათას კუბომეტრზე, ასეთი ფორმულით ხდება ანგარიში, არის 2 დოლარი და 70 ცენტი, მაშინ როდესაც ვიღებდით 8 დოლარს და 41 ცენტს. ეს არის სამჯერ ნაკლები თანხა“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მისივე თქმით, ეს ეკონომიკური კუთხით ძალიან წამგებიანი ხელშეკრულებაა და ზარალი ყოველწლურად 30 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, ამ ხელშეკრულებას თან ახლავს მეორე პრობლემაც, რომელიც შაჰ-დენისის გაზსადენს უკავშირდება.

დავით თარხან-მოურავის თქმით, შპს „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულება გახდება პრეცენდეტი და აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანულმა მხარემ შეიძლება სატრანზიტო ტარიფზე გადასვლა მოითხოვოს.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი