უკან
არქივი
სამართალი
23 დეკემბერი, 2017 11:45
გერმანიაში დაკავებულ ქართველებს პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიაში მაღაზიიდან პროდუქტების მოპარვაში ბრალდებულ ქართველებს ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს,
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სამი ქართველი დააკავა, რომლებსაც სუპერმარკეტიდან პროდუქტების მოპარვაში ედებათ ბრალი.
23, 27 და 32 წლის მამაკაცებმა, მაღაზიის დახლიდან საკვები პროდუქტები აიღეს და საფასური არ გადაიხადეს. პოლიციამ ისინი დანაშაულის ადგილზე დააკავა.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გერმანიაში არალეგალურად იმყოფებოდა. მას სასამართლომ ჯარიმა დაუწესა, დანარჩენი ორს კი ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნინო ექვთიმიშვილი