უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 სექტემბერი, 2017 16:55
font-size

გიორგი გახარია თურქ და აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ინსპექტირებას ახორციელებს

ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმედ არსლანი და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელი ჯავიდ ყურბანოვი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით მიემგზავრებიან. დელეგაციის წევრები ახალქალაქის სადგურს და პროექტის სხვა მშენებარე ობიექტებს აათვალიერებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა თურქ და აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად უკვე დაათვალიერა თეთრი წყაროს და ახალქალაქის რეაბიტირებული რკინიგზის სადგური და მედიისთვის კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიამ, პირველ რიგში, თბილისში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს.

,,რამდენიმე ხნის წინ უკვე გვქონდა მსგავსი გასვლა, დაახლოებით ივლისში, ინსპექტირების მიზნით თურქეთიდან- ყარსიდან. მაგრამ მაშინ სრულად ინსპექტირება ვერ მოხერხდა. დღეს რკინიგზით მივალთ თურქეთის საზღვარმდე. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამუშოების დაახლოებით 70 % საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებულია. ეს ნიშნავს, იმას, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. თუმცა, სატესტო რეჟიმში რკინიგზის გაშვება ალბათ შესაძლებელი იქნება თუ არა, ამას დაადასტურებს ჩვენი დღევანდელი ინსპექტირება. გარკვეულ ნაწილზე ელექტროფიცირებაა გასაკეთებელი, მოსამზადებელია საბაჟო-სანიტარული სამსახურები და ა.შ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს უმოკლეს ვადებში დასრულდება. ის რომ სამი ქვეყანა ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდება არ ნიშნავს, რომ პროექტი დასრულებულია. ეს ნიშნავს, რომ პროექტის პირველი ეტაპია დასრულებული და წინ კიდევ ბევრი სამუაშოა“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, მინისტრის განცხადებით, ამის შესახებ მსჯელობა დღევანდელი ინსპექტირების დასრულების შემდეგ გაიმართება.

,,ინსპექტირების მიზანია, რომ ვნახოთ რკინიგზები ერთმანეთთან როგორაა დაკავშირებული და შემდგომ შევადგინოთ იმ კითხვების ნუსხა, რომელიც მოგვცემს სტატუსს თუ სად იმყოფება რკინიგზა დღეს მზაობის ნაწილში და რა უნდა გაკეთდეს, რომ მალე მოხდეს მისი სრულფასოვნად გაშვება. კონკრეტული ვადა ცნობილი გახდება, ერთ ორ კვირაში, როცა ჩვენი თანამშრომლები მოადგილეების დონეზე ჩვენი ინსპექტირების შედეგებს გააანილეზებენ. აზერბაიჯანის შემთხვევაში ბევრი სამუშობი ჩასატარებელი არ იყო. რაც შეეხება თურქეთს, სამუშოების მიხედვით დაახლოებით ჩვენნაირი მდგომარეობაა,-„განაცხადა გიორგი გახარიამ.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი