უკან

ეკონომიკა

17 თებერვალი, 2017 13:50
font-size

გიორგი გახარია თურქეთში მიმდინარე ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა

„თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად‘’ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სტამბოლში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნესფორუმის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის ბიზნესფორუმი სამ ქვეყანას შორის უკვე მეხუთედ იმართება და საქართველო ამ ფორუმისგან კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს ელოდება.

~,, საქართველოს მთავრობისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა თურქულმა და აზერბაიჯანულმა კომპანიამ გამოიყენოს ყველა ის უპირატესობა, რასაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს დაინტერესებულ ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 1.5 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს კეთილმეზობლურ, მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

სასიხარულოა, რომ ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია არაერთი თურქული და აზერბაიჯანული კომპანია, რომლებიც წარმატებულად საქმიანობენ და ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში‘’- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ.
თურქეთში ქართული ბიზნესდელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. ფორუმის პარალელურად, სამი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ტრანსპორტისა და რკინიგზის საკითხებს განიხილავენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პირისპირ შეხვედრები სამი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან როგორც თურქეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან.

ფორუმის სფეროები განისაზღვრება ქართული კომპანიების ინტერესების შესაბამისად. ამ დროისთვის გამოკვეთილი სექტორებია რკინიგზა, ტურიზმი, სადაზღვევო სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, სამედიცინო ტურიზმი, ფარმაცევტიკა, სამედიცინო საქმიანობა, თევზჭერა, ხიზილალის მოპოვება და ა.შ. - აცნობეს მედიანიუსს ეკონომიკის სამინისტრიდან.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი