უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ნოემბერი, 2016 13:35
font-size

გლობალური მეწარმეობის კვირეული მიმდინარეობს

საქართველო, მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად, გლობალური მეწარმეობის კვირეულს მასპინძლობს.

ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გიორგინ კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტექნოპარკი მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, რადგან იქ იბადება საქართველოს მომავალი და წარმატებით ხორციელდება არაერთი საინტერესო იდეა.

პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ ფეხი აუწყოს ყველაზე თანამედროვე იდეების დინამიკას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვისა და ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისთვის.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იაზროვნოს სამეწარმეო მიმართულებით, აღმოაჩინოს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება, ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს მისთვის, ქვეყნისთვის და მთლიანად, მსოფლიოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მოვისმენთ წარმატებულ ისტორიებს, რადგან ეს არის სწორედ ის, რაც ახალ იდეებს ახალისებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ დისკუსიის მნიშვნელობას, რომელიც ე.წ crowd financing-ის, იგივე სახალხო დაფინანსების თაობაზე გაიმართება. პრემიერის შეფასებით, ეს საქართველოსთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც დღეს ქვეყანაში ნეგატივთან ასოცირდება - მათ შორის, ადამიანების მკურნალობასთან, როდესაც ისინი ავად არიან და ა.შ

"ქართველებმა გამოვაჩინეთ სოლიდარობის არაერთი მაგალითი, როდესაც ადამიანი გასაჭირშია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, სოლიდარობა გამოვიჩინოთ ინოვატორული იდეებისადმი, რათა ქვეყანა წინ წავიყვანოთ და თან - ძალიან ჩქარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ სტიმული, მაქსიმალური ჩართულობით აწიონ დაფინანსება ახალი იდეების განსახორციელებლად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიომ უკვე იცის ამ ფორმით დაფინანსებული ახალი ინიციატივების ათობით და ასობით წარმატებული მაგალითი.

პრემიერმა რამდენიმე მაგალითი დასახელა, მათ შორის, ახალი თაობის "სმარტ საათი", რომლის შექმნის იდეამ, crowd financing-ით 12 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა; ასევე - 2015 წლის იდეამ Flow Hive - crowd financing-ით, ინტერნეტის საშუალებით, 13 200 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. Flow Hive არის სრულიად ახალი ტიპის სკა, რომელიც ფუტკრების დაზიანების გარეშე თაფლის გამოწურვის საშუალებას იძლევა. მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაინტერესდეს ამ იდეით, რადგან ის, შესაძლოა, საქართველოში მეფუტკრეობისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს.

"ჩვენ, შეიძლება, დავიწყოთ მცირე მასშტაბებით, მაგრამ ის, რომ ჩართულობით ახალი საინტერესო იდეები დავაფინანსოთ, იქნება ძალიან მისასალმებელი და საშური საქმე საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გლობალური მეწარმეობის კვირეულს დიდ დახმარებას აღმოუჩენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და დღეს უკვე საქართველოში, სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი პროექტებით დაფინანსებული ათობით "სტარტაპ ბიზნესის" მესვეურია. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიმართულება გაგრძელდება და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა გაიზრდება.

"მინდა, ყველას გისურვოთ ძალიან წარმატებული ახალი იდეების განხორციელება, იმ მრავალი ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ჩვენი მთავრობის მხრიდანაც არის შემოთავაზებული და იმ წარმატებული მეთოდების მეშვეობით, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებობს", - მიმართა პრემიერმა კვირეულის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას.

გლობალური მეწარმოების კვირეულის გახსნას 200-მდე მეწარმე დაესწრო. მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომელიც მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, რომლებსაც პრემიერმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კვირეულის გახსნის ცერემონიაზე „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული რამდენიმე „სტარტაპ” ბიზნესიდეის პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა შორისაა - ფინანსური შეფასების ინოვაციური პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის - Quick cash; ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემა - David OS და ძველი ქართული თამაშების წარმოება - Tamashobana.

გლობალური მეწარმეობის კვირეული 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამუშაო თემებს შორისაა მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარება და პოლიტიკა, ქალი მეწარმეების როლი, აგრომეწარმეობა და სტარტაპების ფორმირება. ასევე, ჩატარდება ინოვაციებისა და ღვინის ფორუმები. კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები და ახალგაზრდა მეწარმეები შეძლებენ, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება, საკუთარი პროექტები ფართო საზოგადოებასა და ექსპერტებს გააცნონ, მათგან რჩევები მიიღონ და ბიზნესი სწორი მიმართულებით განავითარონ.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი