უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 თებერვალი, 2017 18:40
font-size

ირმა ინაშვილი - საპარლამენტო უმცირესობას: თქვენი დაცვა არ სჭირდება ქართულ ჟურნალისტიკას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრი, ირმა ინაშვილი უმცირესობაში შემავალი ფრაქციის ,,ევროპული საქართველოს’’ წევრის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში ბანერის - ,,არა მედიაზე შტურმის’’ გაკვრას გამოეხმაურა.

როგორც ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა იყო ის ხელისუფლება, რომელმაც 40-ზე მეტი ტელეარხი წაართვა მესაკუთრეებს.

,,მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთი ტელევიზია წაართვით. ჩემი ცხოვრების 10 წელი დავხარჯე იმაზე, რომ ეს ტელევიზია დაგვებრუნებინა ჩვენ. თქვენ მიერ, ადეიშვილის და სააკაშვილის მიერ წართმეული ტელევიზია და დღეს გამოფინეთ პლაკატი ,,არა მედიაზე შტურმს.’’ თქვენი დაცვა არ სჭირდება ქართულ ჟურნალისტიკას. ამ დარბაზში არის ხალხი, ვინც ქართულ ჟურნალისტიკას ღირსეულად დაიცავს. ამ ხელისუფლებაზე ბევრი რამ კი არის სათქმელი, მაგრამ, როგორც ჟურნალისტი იმას ვიტყვი, რომ დღეს გაცილებთ თავისუფალი მედიასივრცე, ვიდრე იყო თქვენ დროს და არც შევადარებ. ნიკა გვარამია დაიცავით ამ დარბაზის გარეთ’’, - მიმართა ინაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრმა, მომავალ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ საწინააღმდეგო შინაარსის ბანერის მოტანაც დაანონსა.

,,მომავალ სხდომაზე მე მოვიტან პლაკატს, პირდაპირ მიგიკრავთ წინ და ამ პლაკატზე ეწერება - ,,გასამართლდნენ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე ლიდერები’’ და მოთმინებით აიტანეთ ეს. არც ეს იქნება რეგლამენტის დარღვევა’’, - განაცხადა ინაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

„ქართულ კოშმარს“ მივმართავ, მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები? - პაატა მანჯგალაძე

16 მაისი, 2024 , 17:39

მმართველ „ქართულ კოშმარს“ მივმართავ, მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები? - ამ კითხვით “სტრატეგია

`ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს ვეთანხმებით” - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუაშვილის განცხადებაზე

15 მაისი, 2024 , 19:07

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი

„ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

15 მაისი, 2024 , 16:08

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ე

აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე - რატი იონათამიშვილი

13 მაისი, 2024 , 18:07

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ აყენებს შეურაცხყოფას ამერიკელი ინსტრუქტ

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება - მიხეილ დაუშვილი

10 მაისი, 2024 , 10:59

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მი

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი