პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე უვადოდ დანიშნა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 კანდიდატიდან 34 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. მათ შორის არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია, რომელიც განიხილავდა საქმეს გვანცა ყუფარაძის წინააღმდეგ. საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ლევან მეშველიანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძესა და სხვებს.
უვადოდ დანიშვნაზე უარი უთხრეს 4 მოსამართლეს: ირაკლი აბშილავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან, ეკატერინა გაბრიჩიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ელისო ტუკვაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან და ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ როინ კახიძეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს. მისი თქმით, მას ბევრ კითხვაზე პასუხი არ აქვს და თავის თავზე აღებული პასუხისმგებლობის გამო არჩევანს ვერ გააკეთებს. ასევე უვადო მოსამართლეთა არჩევაში არ მონაწილეობდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი, ხოლო ლევან თევზაძე სხდომას არ ესწრებოდა, რადგან შვებულებაში იმყოფება.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


